Jump to content
×
×
  • Create New...

კუტალია ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს ფორმებით დაეხმარა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ზუგდიდში დაბადებულმა და ამჟამად, ისრაელში მოთამაშე ლევან კუტალიამ, რომელსაც წლების მანძილზე არაერთ ქართულ თუ უცხოურ კლუბში უთამაშია, საკუთარი ქალაქის გუნდს, „ოდიში 1919“-ს საჩუქარი გადასცა, – ინფორმაციას „ოდიში 1919“-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„უმ ალ-ფაჰმისჰაპოელის“ ქართველმა ლეგიონერმა, ლევან კუტალიამ ზუგდიდურ გუნდს საჩუქრად სათამაშო ფორმები გადასცა. საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია, ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი, ლევან კუტალიას ინიციატივას მიესალმება და გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის – ისრაელში კი საფეხბურთო კარიერაში წარმატებებს უსურვებს“, – წერია „ოდიში 1919“-ს ადმინისტრაციის განცხადებაში.

1616168066-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A9%E

ზუგდიდელ ლევან კუტალიას საფეხბურთო კარიერაში სხვადასხვა კლუბში უთამაშია – ზუგდიდის „მგლებში“ (2007-2008), სარაევოს „სლავიაში“ (2008 -2010), „ზრინსკიში“ (2011), ზუგდიდის „ბაიაში“ (2012), „ზესტაფონში“ (2013), „ზუგდიდში“ (2015), მარტვილის „მერანში“ (2015), ზუგდიდის „ოდიში 1919“-ში (2016), ქობულეთის „შუქურაში“ (2016-2017), ქუთაისის „ტორპედოში“ (2017-2018), „დინამო თბილისში“ (2019), პავლოდარისირტიშში“ (2020), თელ-ავივის „ჰაპოელში“ (2020), უმ ალ-ფაჰმისჰაპოელში“ კი 2021 წლიდან თამაშობს.

შეგახსeნებეთ, რომ 2019 წელს ლევან კუტალია „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა და 20 გოლით, სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში კი ბოლო გუნდი ლევან კუტალიასთვის 1სწორედ „ოდიში 1919“ იყო.

The post კუტალია ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს ფორმებით დაეხმარა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share