Guest Merlin Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალიბეგაშვილმა პარლამენტში მისი უწყების მიერ განხორციელებული ანგარიში წარადგინა და სამომავლოდ დაგეგმილ საკითხებზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, დაწყებულია მუშაობა სახელმწიფო ენის გამოცდის შემოღებაზე. “კიდევ ერთი საშური საკითხია სახელმწიფო ენის გამოცდის შემოღება. სახელმწიფო ენის კანონი გვავალდებულებს კიდეც ასეთი გამოცდის არსებობას, რომელსაც უნდა ატარებდეს “ნაეკი”, ხოლო სერტიფიკატს გასცემდეს, როგორც სახელმწიფო ენის შესახებ კანონში წერია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ჩვენ დაწყებული გვაქვს განათლების სამინისტროსთან ერთად გამოცდის წესზე მუშაობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, თუმცა საკანონმდებლო შეუსაბამობა საჭიროებს ცვლილებებს, რათა ეს საკითხი მასშტაბური გახდეს. ჩვენი აზრით, სახელმწიფო ენის გამოცდა ეტაპობრივად უნდა ჩააბაროს ყველა საჯარო მოხელემ. საჯარო მოხელეთა ენობრივი კომპეტენციის შემოწმების კარგი ნიმუში გვიჩვენა შარშანწინ იუსტიციის სამინისტრომ. ვფიქრობთ, საჭიროა გამოცდის ვალდებულების შემოღება, ოღონდ ეტაპობრივად და შესაბამისი წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ასევე, სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება სამიზნე ჯგუფის გაზრდაც, შემუშავდება ისეთი საგამოცდო სისტემა როგორც არის ტოიფელი და როგორიც არის გოეთეს ინსტიტუტი”, – განაცხადა ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა