Jump to content
×
×
  • Create New...

ევგენი ლოვჩოვი – კვარაცხელიაზე ევროპაში ნადირობას დაიწყებენ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

დღეს, 19 მარტს, „რუბინი“ ყაზანში „ხიმკის“ უმასპინძლებს. შეხვედრას დიდა ინტერესი ახლავს, რადგან სეზონის განახლების შემდეგ ლეონიდ სლუცკის გუნდმა ლიდერები, მოსკოვის „სპარტაკი“ და პეტერბურგის „ზენიტი“ დაამარცხა და ევროზონაში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა.

ამასთან დაკავშირებით, „ტატარ-ინფორმთან“ ცნობილმა საბჭოთა ფეხბურთელმა, მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა მცველმა ევგენი ლოვჩოვმა, კომენტარი გააკეთა. მან მომავალი მატჩის და ყაზანის „რუბინის“ შესახებ ისაუბრა და გუნდის შემტევები გამოარჩია – ხვიჩა კვარაცხელია, დენის მაკაროვი და ჯორჯ დესპოტოვიჩი.

ყაზანელებს ძალიან კარგი შეტევა ჰყავთ, რადგან ლაღად და თავისუფლად თამაშობენ. ლეონიდ სლუცკი ამ ბიჭებს არაფერს უკრძალავს. ისინი არ საჭიროებენ მხოლოდ პასით თამაშს და გახსნას. სლუცკი ითხოვს ბურთის აღებას და მეტოქის მოტყუებას ისე, როგორც შეუძლიათ. დესპოტოვიჩი, რომელიც შეტევის ცენტრში თამაშობს, შესანიშნავი შემსრულებელია. მაკაროვმა ძალიან მოუმატა. ხვიჩა კი ის ფეხბურთელია, რომელიც ყველას და ყოველთვის ახარებს და უბრალოდ სიამოვნებას ანიჭებს. ის არის თავისებური ფეხბურთელი, რომლის გამოც ევროპაში ნადირობას დაიწყებენ. ამაში ეჭვიც არ მეპარება”, – ამბობს ლოვჩევი.

The post ევგენი ლოვჩოვი – კვარაცხელიაზე ევროპაში ნადირობას დაიწყებენ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   17 all people including: 1 წევრი, 4 ანონიმური, 12 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(2)
    • t-90