Jump to content
×
×
  • Create New...

სიმართლის ჯაჭვი


Recommended Posts

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Artie said:

ღამე მოხდა ეგ? და პარალიზებული იყავი ერთხანს? თვალების გარდა ვერაფერს ამოძრავებდი?

მეძინა გათიშულს და რაღაც დისკომფორტმა გამაღვიძა. ყურთან ჰაერის ნაკადი მიშხუოდა. კონდინციონერიდან რომ გრძნობ  ეგეთი რაღაც, უფრო ნელი ოღონდ. შემეშინდა ძალიან. ოღონდ ვცდილობდი არ შემემჩნია. წამიკითხავს ინკუბუსებზე და პატარა პარაზიტებზე რაღაცები რო შენი შიშით იკვებებიან და ვცდილობ ხოლმე, მაგრამ მაინც მეშინია. მეჟდუ პროჩიმ ძაან გავმოძრავდი და ჯვარზე მოვიკიდე ხელი, სულ 3 ლოცვა ვიცი და მაგეებს ვიმეორებდი. არ მიშველა. მერე ძაან კი მიტყდებოდა, მაგრამ ჩემებს ვეძახდი და ხმა არ ამომივიდა. თვალები არ გამიხელია. მეშინოდა ძაან. ასე ვიწექი და მერე ჩაწყნარდა. 

 

————-

პოსტაპოკაიფსური ფიქრები თუ გქონია და რა იდეები გაქვს ამ თემის გარშემო

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@კიჭარტი ალბათ ე.წ. ძილის პარალიზი იყო.

https://nlife.ge/full-blog/dzilis-paralizi-anu-dambla/31520

ზებუნებრივებთან არაფერ კავშირშია. ეცადე, ეს გახსოვდს, ისევ თუ დაგემართება.

6 minutes წინ, კიჭარტი said:

პოსტაპოკაიფსური ფიქრები თუ გქონია და რა იდეები გაქვს ამ თემის გარშემო

არა, რადგან საერთოდ არ მაინტერესებს ეს თემა. არათუ ფიქრი, ამაზე ფილმების ყურებაც კი არ მხიბლავს დიდად. 

2 არჩევანი რომ გქონდეს: წარსულში (წინა საუკუნეებში) ან მომავალში ცხოვრება, რომელს აირჩევდი და რატომ?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
40 minutes წინ, Artie said:

2 არჩევანი რომ გქონდეს: წარსულში (წინა საუკუნეებში) ან მომავალში ცხოვრება, რომელს აირჩევდი და რატომ?

წარსულში. იქ მეტი თავისუფლება იყო. ზოგს შეიძლება პირიქით ეგონოს (მონათმფლობელობა, ბატონყმობა, საზოგადოებრივი აზრის, თემის და რელიგიური ორგანიზაციების მეტი ძალაუფლება), მაგრამ რეალურად ასეა. ყოჩაღ, მამაც და ძლიერ ადამიანს მეტი შანსი ჰქონდა სისტემასთან ბრძოლის ან ბოლო-ბოლო აუთვისებელ ადგილებში გაქცევის, რომლებიც მაშინ არსებობდა ბლომად. ახლა სისტემა დღითიდღე უფრო ძლეირდება და კრისტალიზდება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის წყალობით თვალთვალის და კონტროლის მექანიზმები სულ უფრო იხვეწება, ამავე პროგრესის წყალობით პლანეას დედა ეხვნის და ადამიანები სულ უფრო სუსტეი ხდებიან პიროვნულად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად. ცხვორება ნაკლებად სარისკო, მაგრამ ნაკლებად საინტერესო ხდება. მომავალში წარმომიდგენია რა იქნება, ასე თუ გაგრძელდა. ეს მოკლედ რომ ვთქვა :) 

 

 

ხანმოკლე და ბობოქარი ცხოვრება გირჩევნია თუ ხანგრძლივი და მშვიდი? ამ შემთხვევაში მარტო ამ ორიდან ვკითხულობ, თორემ ზოგს შეძლება ხანგრძლივი და ბობოქარი ან ხანმოკლე და მშვიდიც ერჩივნოს.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
On 8/11/2021 at 8:23 PM, დათვების მეგობარი said:

ხანგრძლივი და მშვიდი

:happy:

ჩამთვალეთ მოსაწყენად. მკიდია. 

მუდმივი სიბობოქრე? არა, გმადლობ. შიგადაშიგ - კიბატონო.

- თან ამას დავუმატოთ ხანმოკლე ცხოვრება. :არა,გმადლობთკვადრატში:

მე ვიცი სიმშვიდის ფასი. 

რა კითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს? ბარემ უპასუხე კიდეც.

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
On 8/12/2021 at 10:23 PM, Artie said:

რა კითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს? ბარემ უპასუხე კიდეც.

კითხვა: რომ დანებდე (გაჩერდე), აზრი?
პასუხი: არანაირი. 

 

 

ავსტრალია თუ კანადა?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ავსტრალია თუ კანადა?

ავსტრალია

ოდესმე სახალხო შეკრებაზე / ღონიაძიებაზე სიტყვით გამოსულხარ? თუ კი, შენი შეგრძნებები და ყველაფერი მოყევი, რისი მოყოლაც მოგესურვება ამასთან დაკავშირებით.

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Artie said:

ოდესმე სახალხო შეკრებაზე / ღონიაძიებაზე სიტყვით გამოსულხარ? თუ კი, შენი შეგრძნებები და ყველაფერი მოყევი, რისი მოყოლაც მოგესურვება ამასთან დაკავშირებით.

დიდი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციები თუ გადის მაგ თემაში კი, და ძააან მევასება. თუ დარწმუნებული ვარ იმაში რასაც ვამბობ და სფიჩი კარგად მაქვს აწყობილი და ფიშკებიც მოფიქრებული- ნარცისი ვხდები ჩვეულებრივი. ვიკვებები იმ ენერგიით გაოცებულებო რო გიყურებენ ან რო გრძნობ რო კარგად მართავ აუდიტორიას. ვ-გიჟდები. :uxe:

სიტყვა რომ იყო,

რა სიტყვა იქნებოდი?

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, კიჭარტი said:

ნარცისი ვხდები ჩვეულებრივი

ერთხელ დამპატიჟე სიამოვნებით მოვისმენ არამოსაწყენ ვაუვ პრეზენტაციას, ფსტვენაც მეხერხება :yes:

ვგიჟდები საინტერესო პრეზენტატორებზე, ქარიზმიანებზე რომ არ გეძინება და გხვრინავს, ინდივიდუალიზმი ჩანს და თემას კიდევ ნამუშევარი ეტყობა...

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share