Jump to content
×
×
  • Create New...

სიმართლის ჯაჭვი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 3/18/2021 at 9:39 AM, დათვების მეგობარი said:

ბუნებაში ხშირად დადიხარ?

არა

ბოლოს როდის შეიგრძენი ბუნება მთელი შენი არსებით? მარტო ყოფნა კი არა, აი, თითქოს ერთიანი, ერთი ნაწილი გახდით შენ და ბუნება. თან მოყევი რა.

თუ გამოგიცდია, ალბათ მიხვდები, რასაც ვგულისხმობ.

Edited by Artie

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Artie said:

ბოლოს როდის შეიგრძენი ბუნება მთელი შენი არსებით? მარტო ყოფნა კი არა, აი, თითქოს ერთიანი, ერთი ნაწილი გახდით შენ და ბუნება. თან მოყევი რა. თუ გამოგიცდია, ალბათ მიხვდები, რასაც ვგულისხმობ.

მე ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ადვილად ვიჭერ, მაგრამ გამოვყოფ ერთ შემთხვევას ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში. იმდენად მომინდა ბუნებასთან შერწყმა, მეგობრებს ჩამოვრჩი და დავუტყდი. დიდი ხანი არ გასულა, დავეწეოდი ისედაც, მაგრამ ამათ თურმე მთელი ამბავი აუტეხავთ. ტურისტებიც კი დადიოდნე და კითხულობდნენ, სადაა ის ვაჟი, რომ დაიკარგაო :) 

 

როგორ ფიქრობ, რატომ პასიურობენ ბადელები შეკრების საკითხში? რატომ ურჩევნიათ ცოცხალ ჩახუტებას კომპთან ჯდომა დ კაკუნი?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი :i_am_so_happy:

4 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

როგორ ფიქრობ, რატომ პასიურობენ ბადელები შეკრების საკითხში? რატომ ურჩევნიათ ცოცხალ ჩახუტებას კომპთან ჯდომა დ კაკუნი?

ჩემი აზრით, არ ურჩევნიათ. რო რამე, სურვილის დონეზე მათაც ენდომებათ შეკრებაზე ყოფნა.

ერიდებათ, ეზარებათ და ალბათ დროის ამბავიცაა. ზოგს + ანონიმურად დარჩენა სურს.

როდის გაქვს დაბ. დღე? გამხელა თუ არ გინდა, ზოდიაქო მაინც სთქვი.

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Artie said:

როდის გაქვს დაბ. დღე?

სექტემბრის დასაწყისში

 

ბოლოს როდის იგემე კაკაო რძით?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

ბოლოს როდის იგემე კაკაო რძით?

 :pardon:ეხ, არ მახსოვს. არადა მიყვარს.  

ჩემს შვილს მინდა დავაწყებინო 1-2 თვეში, 2 წლის რომ შესრულდება, მას მერე. ხშირად არა, მაგრამ შიგადაშიგ მაინც. დედიტოს ჰგავს ასეთების სიყვარულში.

ბავშვობაში რაც მოგწონდა, იქიდან დღემდე რომელი სასუსნავები მოგწონს?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
48 minutes წინ, Artie said:

ემს შვილს მინდა დავაწყებინო 1-2 თვეში, 2 წლის რომ შესრულდება, მას მერე. ხშირად არა, მაგრამ შიგადაშიგ მაინც. დედიტოს ჰგავს ასეთების სიყვარულში.

ნეექვიკის რაღაც სბავშვო საჭმელი თუ სასმელი ვნახე კარფურში. ისეთი შემადგონლბა ჰქონდა, ჩემთვის შეიძლება ვიყიდო.

 

49 minutes წინ, Artie said:

ბავშვობაში რაც მოგწონდა, იქიდან დღემდე რომელი სასუსნავები მოგწონს?

ყაურმა, კატლეტი... ხორცისტი ვიყავი მაშინაც და ახლაც. ისე არაფერი შემძულებია, პირიქით, რაც მაშინ არ მიყვარდა, ახლა ის საჭმელებიც შემიყვარდა. უფრო უპრეტენზიო გავხდი.

 

რა შინაარისის არხები გაქვს გამოწერილი იუთუბზე?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ნეექვიკის რაღაც სბავშვო საჭმელი თუ სასმელი ვნახე კარფურში. ისეთი შემადგონლბა ჰქონდა, ჩემთვის შეიძლება ვიყიდო

იყიდე. ოღონდ ცოტა ფრთხილად. საბავშვოებს უცხო სიგემრიელე აქვთ ხშირად და არ "შეგსვას" მაგ პროდუქტზე. :დ

მე ორსულობისას ლოკო-მოკოს 2 ცალი თხევადი იოგურტი მაჩუქეს კარფურში და გავგიჟდი, იმდენად ზედმეტად და (ჩემთვის) უცხოდ გემრიელი იყო. :D მეთქი სულ ლოკო მოკოს იოგურტები უნდა ვასვა-ვაჭამო ჩემს შვილს. ... ჯერ ცოტა პატარაა და დიდად სასურველი არაა იოგურტების ჭამა. 

11 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

რა შინაარისის არხები გაქვს გამოწერილი იუთუბზე?

მომღერლები, მუსიკალური ჯგუფები, რამდენიმე ქართველი არამუსიკოსი ("უცნაური ამბები" და ა.შ.), 2 გერმანელი თვითმომღერალი (ჰიტებს აგერმანულებენ და გერმანულად მღერიან. თავიანთი კლიპებით და ამბებით. ოღონდ ერთი მათგანი მგონი შეეშვა. რაღაც სხვა კონტენტის დადება დაიწყო), ვოისი და მსგავსი არხები...

ესენი გამახსენდა. 

ოღონდ სპეციალურად სიახლეებში შესვლა მეზარება ხოლმე უმეტესად. :დ შემთხვევით თუ ამომიგდებს რომელიმეს ვიდეოს, შეეიძლება ვნახო. :D

საყვარელი იუთუბერი თუ გყავს და ვინ და რატომ ის?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
14 საათის წინ, Artie said:

საყვარელი იუთუბერი თუ გყავს და ვინ და რატომ ის?

თუ თვითონ იუთუბერებზე ვისაუბრებთ, ლილა. აქაც გამოაჭენეს ერთხელ იუთუბერი გოგოს თემაში :) ანუ თავად არხს და კონტენტს არ ეხება ეგ, მაგ მხრივ ფავორიტებში არაა, მაგრამ ლილა საყვარელია ძალიან. გამშვიდებვს და გაცბედნიერებს მისი მოსმენა, რასაც არ უნდა ამბობდეს.

 

სახელის და გვარის შეცვლა რომ გიწევდეს, რას დაირქმევდი?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share