ფორუმელი Windmühle Posted 13 ოქტომბერი, 2020 Posted 13 ოქტომბერი, 2020 კანის მოვლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ნებიმიერი ადამიანის ცხოვრებაში. მოირგო და იპოვო შენი ინდივიდუალური რუტინისათვის საუკეთსო პროდუქტები ძალიან რთულია , რადგან სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ტესტერებზე წვდომა მინიმალურია. გამომდინარე აქედან , უმეტესად გვიწევს ჯერ ვიყიდოთ პროდუქტი და შემდგომ დავტესტოთ. გამომდინარე აქედან, რჩევები მნიშვნელოვანია, ვინ როგორ და რა პროდუქტებით ვუვლით კანს. როგორ შევქმენით საკუთარი დღის და ღამის რუტინა ? რას შევცვლიდით ან რის დატესტვას ვისურვებდით? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Lollygag Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 რუტინაზე გამახსენდა, სადაც არ უნდა იკითხო ამხელა სიას გვახვედრებენებ- არადა, ქლინსერი + დამატენიანებლით და ორ დღეში ერთხელ შრატის გამოყენებითაც მშვენივრად გრძნობს ჩემი კანი თავს. ზაფხულში მზისგან დამცავს ვამატებ და სულ ეგაა. ძლივს იუთუბზე ისეთ ვიდეოს წავაწყდი, რომელიც ჩემს ჭკუაზე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 19 იანვარი, 2021 Posted 19 იანვარი, 2021 @Darkness გეთანხმები სრულად. სახის დასაბამი ქაფი მაქვს, სახის კრემი და სულ ესაა. ზაფხულში თერმულ წყალს ვამატებ და მაკიაჟის(თუ ჰქვია ჩემს მაკიაჟს მაკიაჟი) მოსაცილებლად მიცერალურს. სულ ესაა და მშვენიერი კანი მაქვს. დაკვირვებული ვარ, ვინც ტონალურს და პუდრს იყენებს ხშირად და მსგავს უამრავ საცხს, ცუდ მდგომარეობაში აქვს კანი. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Windmühle Posted 22 იანვარი, 2021 Author Posted 22 იანვარი, 2021 ჩემი კანი გამოსწორების გზაზეა ფაქტია. მე ცხადია ჯერ კიდევ არ მომწონს, მაგრამ ყველა გარშემომყოფი აქებს, თუმცა საკმაოდ დიდი თანხა რომ მიჯდება ეს ამბები ესეც ცხადია. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ან ნორმალურ დეკორატიულ კოსმეტიკას ვიყენებ და ან საერთოდ არ ვიყენებ. არანაირი რუტინა არ გიშველის თუ ნორმალურ დეკორატიულებს არ ვიხმართ-ესაა ჩემი დასკვნა :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 6 თებერვალი, 2021 Posted 6 თებერვალი, 2021 მუდმივად ჩაშავებულ-ჩალურჯებულ თვალის უპეებს და თვალზე მიმიკურ ნაოჭებზე რა ვიღონო? ძალიან მეტყობა უკვე ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 6 თებერვალი, 2021 Posted 6 თებერვალი, 2021 1 საათის წინ, marguerite said: მუდმივად ჩაშავებულ-ჩალურჯებულ თვალის უპეებს და თვალზე მიმიკურ ნაოჭებზე რა ვიღონო? ძალიან მეტყობა უკვე რატომ არ სვამ კოლაგენს? მე თვალის ირგვლივ უბეები მაშინ მიშავდება როცა არ მძნავს ნორმ ამიტომ არ ვიცი ამას რა შველის როცა ქრონიკულად ასეა. კარგად გძნავს? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 6 თებერვალი, 2021 Posted 6 თებერვალი, 2021 @cosmia ნუ მამცირებ, ისე მირჩიე უძილობისგან და დაძაბულობისგან დამეწყო და ახლა ფაქტობრივად სულ ასე მაქვს. კოლაგენი გამიუმჯობესებს ანუ ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 6 თებერვალი, 2021 Posted 6 თებერვალი, 2021 ონლაინ, marguerite said: @cosmia ნუ მამცირებ, ისე მირჩიე უძილობისგან და დაძაბულობისგან დამეწყო და ახლა ფაქტობრივად სულ ასე მაქვს. კოლაგენი გამიუმჯობესებს ანუ არ გამცირებ კაცო! კოლაგენი უკვე ჩვენ ასაკში საჭიროა კანისთვის, სამი თვე დალიე სამი შეისვენე. https://www.iherb.com/pr/Solgar-Hyaluronic-Acid-120-mg-30-Tablets/12491 ამას ვსვამ მე და შუბლზე კი მაქვს მიმიკური ნაოჭი იმიტომ რომ საუბრისას ვჭმუხნი მუდმივად მთელი ცხოვრებაა და ამის გამო მეჩხუბება დედაჩემი მარა აი თვალებთან ნაოჭები ფაქტობრივად არ მაქვს, კარგია კანისთვის, იმუნური სისტემისთვის თმებისთვის, მოკლედ ძვლოვანი სისტემისთვისაც, სამი თვე ვსვამ სამი ვისვენებ. დღეში ერთი აბი დილას უზმოზე. საღამოობით https://www.amazon.com/Hadalabo-Gokujyun-Premium-Hyaluronic-5-7floz/dp/B06X3R1LL3/ref=sr_1_3?crid=2JA145SFT9H8F&dchild=1&keywords=hada+labo+hyaluronic+acid&qid=1612643627&sprefix=hada+labo+%2Caps%2C300&sr=8-3 ამ ჰიალურონის ლოსიონს ვხმარობ კიდევ, იაპონური პროდუქციაა ძალიან მაგარი მწარმოებლის. ბევრს არაფერს ვხმარობ მხოლოდ საჭიროს ამიტომ ჩემგან რამე სისულელის რჩევის საშიშროება არ არის. ძილი პირველ რიგში და ტკბილს ჭამ ბევრს იქნებ ეგეც არ მოქმედებს კარგად? დაალაგე ძილი და დააკვირდი ნელ-ნელა სიშავეს მარა დაიწყე კოლაგენის სმა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა