Jump to content
×
×
  • Create New...

„შერლოკის თვალით“ დანახული ფაქტები


Recommended Posts

  • ფორუმელი

თემის სათაურს მოკლედ განვმარტავ. ზოგიერთ შემთხვევაში აღქმის საუკეთესო გზად ყველაფრის მთლიანობაში დანახვა მიიჩნევა. ეს შესაძლებელია განხორციელდეს სიმაღლიდან და სტრატეგიულ ხედვასთან ასოცირდება. მეორე შემთხვევაში მოცემული გვაქვს დეტალიზირებული ხედვა, რაც მთლიანობის ამსახველ პროდუქტს არ გვაძლევს, თუმცა ზუსტი აღქმის მაფორმირებელ დეტალს წარმოადგენს. გადიდებულად დანახული მიკროდეტალების დაჯამებით იქმნება სურათი, რაც ხშირად უტყუარია. წუხელ შევნიშნე ასეთი მიკროდეტალი... 

ვინც ნახეთ და მოისმინეთ ჯო ბაიდენის სიტყვები (თუ არ გინახავთ, გთხოვთ, ჯერ ნახეთ https://www.youtube.com/watch?v=D9QIl6heBnc), რომლებიც პუტინის მკვლელად გამოცხადებას და უახლოეს პერიოდში მის „პასუხისგებას“ ეხებოდა, შეგიძლიათ გაიხსენოთ ან აღიდგინოთ სად წარიმართა ინტერვიუ ? დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შეძლებთ და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენ დანახული გაქვთ. პრინციპი ისეთივეა, როგორიც ფოტოზეა მოცემული. მცირე განსხვავებაა ბაიდენის ინტერვიუს „სტუდიას“ და ფოტოზე არსებულ ფონს შორის. პირველ შემთხვევაში სუსტი ფოკუსის ზონაში არსებული მნიშვნელოვანი დეტალი შესამჩნევი და ცხადია, ხოლო მეორე (ფოტო) შემთხვევაში სადავო. 

122.jpg

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share