Guest Georgia Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრა „ინტერსა“ და „სასუოლოს“ შორის გადაიდო. მსგავსი: ლუკაკუმ „სიტიში“ გადასვლაზე უარი განაცხადა #1TVSPORTმიზეზი კორონავირუსია, რომელიც „ინტერის“ 4 ფეხბურთელს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან „ნერაძურის“ მცველი დანილო დ’ამბროზიო, სამირ ჰანდანოვიჩი, მატიას ვესინო და სტეფან დე ვრაი. არ არის გამორიცხული, კლუბში ინფიცირების შემთხვევები კიდევ გაიზარდოს. იტალიური პროტოკოლის თანახმად, ერთ გუნდში მინიმუმ 10 ფეხბურთლი უნდა იყოს ინფიცირებული, რათა თამაში გადაიდოს. „ინტერში“ ამ დროისთვის ოთხი დადებითი შედეგია. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ, რისკის თავიდან ასაცილებლად, თამაშის გადადების განკარგულება გასცა. შეხვედრის ჩატარების თარიღი უცნობია. ორშაბათს, 22 მარტს, მთელი გუნდი ხელახლა ჩაიტარებს ტესტს. „ინტერი“ სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს და თანაქალაქელ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს. The post „ინტერის“ ოთხი ფეხბურთელი ინფიცირებულია – „სასუოლოსთან“ მატჩი გადაიდო #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა