Jump to content
×
×
  • Create New...

რუსთავის საბავშვო ბაღებისთვის 21 ათასი ლარის გაყინულ ორაგულს შეისყიდიან


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება, მომდევნო ერთი თვის მარაგისთვის, აღსაზრდელების კვებითი უზრუნველყოფის ფარგლებში 1440 კგ. გაყინული ორაგულის შესყიდვას გეგმავს, რაშიც 21585.6 ლარს გადაიხდის.

შესაბამისი შესყიდვის დაჩქარებული წესით განხორციელების მოთხოვნით უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

„მას შემდეგ, რაც გაყინული თევზის (ორაგული) ფილეს შესყიდვაზე ორჯერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო შემდეგ ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ შედეგი ვერ გამოიღო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება თევზის (ორაგული) ფილეს ნაცვლად გაყინული თევზის ორაგულის-უთავო შესყიდვაზე. შესასყიდი პროდუქტის რაოდენობა განსაზღვრულია დამტკიცებული მენიუს ფარგლებში და წარმოადგენს სავარაუდო ციფრს, რომლის ფარგლებშიც გაერთიანება განახორციელებს საქონლის შესყიდვას ელექტრონული ტენდერის (მიმდინარეობს სატენდერო პირობების პროექტის მომზადება) პროცედურების დასრულებამდე/მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე“, – ვკითხულობთ ბაგა ბაღების გაერთიანების მიმართვაში.

ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება 22 დაწესებულებას ერთიანებს. საბავშვო ბაღებმა მუშაობა 1 მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განაახლეს.

Share on other sites

  • ფორუმელი

19,465 ლარის ღირებულების გაყინული ქათმის ხორციც (ფილე) რომ უნდა შეისყიდონ (რაზეც უკვე აქვთ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა https://tenders.procurement.gov.ge/engine/smp/document.php?code=spa-smp/8fb49d18809a81a61cd6e8293942f830-6747d090-704a-41bd-ac70-604178e2a727&mime=application/pdf&save=განკარგულება.pdf), ამაზე ცალკე თემა გაიხსნება? :wtf:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share