Jump to content
×
×
  • Create New...

პოლ სქოულზმა თავის შვილს აკვარელის საღებავით შესრულებული ნახატი მიუძღვნა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა პანდემიის დროს ახალი ჰობი გაიჩინა. მან ხატვა დაიწყო. შექმნა ძალიან საინტერესო ნამუშევარიც, აკვარელის საღებავით დახატა შიმპანზე, რომელსაც ყურსასმენები უკეთია. სქოულზმა ის თავის 16 წლის შვილს ეიდენს მიუძღვნა, რომელსაც აუტიზმის სინდრომი აქვს და თავს კომფორტულად მაშინ გრძნობს, როდესაც ყურსასმენები უკეთია.

1616151043-%E1%83%A1%E1%83%A5%E1%83%9D%E

პოლმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნახატი მისი შვილის საყვარელი ნახატი გახდება. ეიდენზე სქოულზი ხშირად საუბრობს. ჰყვება, როგორ გადის ის თერაპიას, რა წარმატებები და ინტერესები აქვს. ამბობს, რომ ბიჭი თავის სამყაროში ცხოვრობს, თავად კი ცდილობს ეს სამყარო მისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. პოლის ნახატმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ის მოედანზეც არტისტი იყო და ახლა ეს უკვე ფურცელზეც გადაიტანა“, – დაიწერა სოციალურ ქსელში.

The post პოლ სქოულზმა თავის შვილს აკვარელის საღებავით შესრულებული ნახატი მიუძღვნა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share