Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2021 წლის იანვარ-თებერვალში


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსხურის მიერ 19 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 12.0%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ექსპორტის მოცულობა 6.8%-ით 494.7 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა, იმპორტმა კი – 14.1%-ით დაიკლო და 1.16 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% იყო, რაც 664.6 მლნ. აშშ დოლარია.

1903geostat1.pngწყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-თებერვალში 248.5 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. შემდეგ მოდის – რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, და აშშ, 202.7 მლნ, 193.7 მლნ, 167 მლნ და 98.4 მლნ აშშ დოლარით.

71.1 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, ჩინეთი, თურქეთი და უკრაინა 66.4 მლნ, 53.8 მლნ, 45.2 მლნ და 40 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და აშშ 203.3 მლნ, 139.9 მლნ, 131.6 მლნ, 100.6 მლნ და 81.6 მლნ აშშ დოლარით.

1903geostat2.pngწყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წლის იანვარ-თებერვალში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 94.5 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის – ფეროშენადნობები – 52.1 მლნ აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 50 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 26 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 18.5 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 18.4 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 18.3 მლნ აშშ დოლარი; თხილი – 16.3 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 9.2 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 8.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 182.4 მლნ აშშ დოლარი.

2021 წლის იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომანქანები 98.2 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის – ნავთობის აირები – 90 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 36.6 მლნ აშშ დოლარი – 83.5 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 59.4 მლნ აშშ დოლარი; მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის – 40.8 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 39.5 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 29 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 24.7 მლნ აშშ დოლარი; ელექტროენერგია – 17.6 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 15.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 660.7 მლნ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   147 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 146 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(10)
    • Seth