Jump to content
×
×
  • Create New...

„მანჩესტერ სიტი“ შვედი ფეხბურთელით ინტერესდება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ნიდერლანდური კლუბ „გრონინგენის“ ნახევარმცველმა გაბრიელ გუდმუნდსონმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Calciomercato.

წყაროს ცნობით, 21 წლის შვედით „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდება. მიმდინარე სეზონში გუდმუნდსონმა ნიდერლანდების ჩემპიონატში 19 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt ფეხბურთელს 1.1 მილიონ ევროდ აფასებს.

„ქალაქელები“ ამ სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. გვარდიოლას გუნდი ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მიმდევარს „მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგაზე კი გერმანული „გლადბახის“ ბარიერი მარტივად გადალახეს და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდებიან.

The post „მანჩესტერ სიტი“ შვედი ფეხბურთელით ინტერესდება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share