Jump to content
×
×
  • Create New...

დანა ვაიტი ადასტურებს – ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

უკვე ოფიციალურად – UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა სპორტული კარიერა დაასრულა. ოქტაგონზე დაუმარცხებელი დაღესტნელი გუშინ პრომოუშენის პრეზიდენტ დანა ვაიტს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაიტმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხაბიბმა კარიერა დაასრულა.

„29-0. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მან (ხაბიბი) 100% დაასრულა კარიერა. დაუჯერებელი იყო შენი ბრძოლების ყურება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და შეირგე ის რაც გელის ცხოვრებაში“, – ნათქვამია ვაიტის განცხადებაში.

29-0 it is.

He is ? officially retired. It was incredible to watch you work @TeamKhabib thank you for EVERYTHING and enjoy whatever is next my friend. pic.twitter.com/QeoSP12zw2

— danawhite (@danawhite) March 19, 2021

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედობი MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული სპორტსმენია. მან კარიერა დაუმარცხებელმა დაასრულა (29-0). UFC-ში ხაბიბს 13 ბრძოლა აქვს მოგებული. მას დამარცხებული ჰყავს დასტინ პორიე და კონორ მაკგრეგორი. უკანასკნელ დაპირისპირებაში კი ჯასტინ გეიჯის სძლია.

The post დანა ვაიტი ადასტურებს – ხაბიბ ნურმაგომედოვმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share