Jump to content
×
×
  • Create New...

ახალგორის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ყავს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 46 წლის ვლადიმირ გულიევი ახალგორის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ვლადიმირ გულიევმა ამ თანამდებობაზე ვიტალი მამიტოვი შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2019 წლის მარტიდან ეკავა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამგვარი ცვლილება „საპრეზიდენტო“ კამპანიის დაწყებამდე საკადრო ცვლილებებს უკავშირდება.

მანამდე, გულიევს სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, მათ შორის, ცხინვალის ლიდერის თანაშემწედ და ახალგორის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ მსახურობდა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share