ფორუმელი Moor Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 46 წლის ვლადიმირ გულიევი ახალგორის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ვლადიმირ გულიევმა ამ თანამდებობაზე ვიტალი მამიტოვი შეცვალა, რომელსაც ეს პოსტი 2019 წლის მარტიდან ეკავა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამგვარი ცვლილება „საპრეზიდენტო“ კამპანიის დაწყებამდე საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. მანამდე, გულიევს სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობები ეკავა, მათ შორის, ცხინვალის ლიდერის თანაშემწედ და ახალგორის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ მსახურობდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა