Jump to content
×
×
  • Create New...

ტოჩინოშინი ტობიძარუსთან დამარცხდა და მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე 6 დღის შემდეგ მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვს ლევან გორგაძეს. ქართველი მებრძოლის მეტოქე მაკუუჩი დივიზიონს გაშინაურებული ტობიძარუ იყო, რომელსაც მე-8 მაეგაშირას სტატუსი აქვს და მოძრავ, ტექნიკურ რიკიშად ითვლება.

შერკინების დაწყებისთანავე გამოჩნდა, რომ ტოჩინოშინი აშკარად აღემატებოდა მეტოქეს ფიზიკური ძალით, თუმცა ჩამორჩებოდა სისწრაფეში. დაჯახების დროს ტობიძარუმ კოორდინაცია შეინარჩუნა, შემდეგ კარგად იმოძრავა დოჰიოზე და როცა შანსი მიეცა, ლევანი მოძრაობაზე დაიჭირა, ზურგიდან მოექცა და ოკურიდაშის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.

6 დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი გათანაბრდა. მის აქტივში 3 გამარჯვება და 3 მარცხია. ხვალ, 20 მარტს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა შოთა ენდო იქნება, რომელმაც მარტის ბაშოზე უკვე 4 ჯერ მოასწრო წაგება.

The post ტოჩინოშინი ტობიძარუსთან დამარცხდა და მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share