Jump to content
×
×
  • Create New...

ლილარდის მორიგი ბრწყინვალე თამაში – 36 ქულა „ნიუ ორლეანსთან“ ზედიზედ მეორედ მოგებულ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

დემიენ ლილარდმაპორტლენდს“ კიდევ ერთხელ მოაგებინა. „ბლეიზერსმა“ ზედიზედ მეორედ უმასპინძლა „ნიუ ორლეანსს“ და პირველი მატჩის მსგავსად მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო 36 ქულით დემიენ ლილარდი იყო. რობერტ კოვინგტონმა 10 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა ენეს კანტერმა. აღსანიშნავია, რომ ტრავმა მოირჩინა სი ჯეი მაკკალუმმა. ის პარკეტზე 20:32 წუთით გამოჩნდა და 11 ქულა დააგროვა. კარმელო ენტონის ანგარიშზე 15 ქულაა.

პელიკანსის“ რიგებში ყველაზე მეტი 26 ქულა და 10 მოხსნა ზაიონ ვილიამსონის ანგარიშზეა. 19 ქულა მიითვალა ბრენდონ ინგრამმა.

„პორტლენდი“ 24 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 მე-6 ადგილსებს „დენვერთან“ ინაწილებს. „პელიკანსი“ კი 17 მოგებითა და 24 მარცხით ჯერჯერობით მე-12 ადგილზეა.

 

პორტლენდი – ნიუ ორლეანსი 101:93

 

ვაშინგტონი – იუტა 131:122

 

ატლანტა – ოკლაჰომა 116:93

 

ნიუ იორკი – ორლანდო 94:93

 

ფინიქსი – მინესოტა 119:123

 

ლეიკერსი – შარლოტი 116:105

The post ლილარდის მორიგი ბრწყინვალე თამაში – 36 ქულა „ნიუ ორლეანსთან“ ზედიზედ მეორედ მოგებულ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share