Guest Georgia Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 ბერძნული გამოცემა „სპორტდეი“ ამტკიცებს, რომ ერთი თვის წინ დაწყებული საუბრები ისევ აქტუალურია – სალონიკის პაოკ-ში მთავარი მწვრთნელის პაბლო გარსიას შეცვლა სურთ, მის მემკვიდრედ კი თემურ ქეცბაია განიხილება. „კულუარებში ამტკიცებენ, რომ „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას კანდიდატურა სალონიკის პაოკ-ში ისევ გააქტიურდა. კლუბის პრეზიდენტი ივან სავიდისი მას პაბლო გარსიას მთავარ შემცვლელად მოიაზრებს და ძალიან სურს, რომ სწორედ ქეცბაია დაითანხმოს“, – წერს გამოცემა. მსგავსი: ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსოს თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT „ანორთოსისის“ და კვიპროსული ფეხბურთის ლეგენდამ, ნიკოს ნიკოლაუმ კი SPOR FM- თან ინტერვიუში ფამაგუსტას გუნდის ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ სეზონის დასრულებას და შედეგებს ნუ დაელოდება და ქართველი მწვრთნელს კონტრაქტი ახლავე გაუფორმოს. „მე თემურ დაბადების დღეს ვულოცავ. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობის შესაფასებლად ბევრი ლაპარაკი საჭირო არაა. მისი სუფთა და გულწრფელი ხასიათი და პროფესიონალიზმი მაძლევს უფლებას „ანორთოსისს“ მოვუწოდო, რომ სეზონის დასრულებას ნუ დაელოდებით. მან შედეგს უკვე მიაღწია და გუნდი ლიდერებში დააბრუნა. წლევანდელი შედეგის დალოდებას სჯობია, მას ახალი კონტრაქტი დღესვე გაუფორმონ“, – ამბობს ნიკოს ნიკოლაუ. საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი და ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაიას 53 წლის გახდა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელი თბილისის „დინამოში“ 1987 წლიდან 1992 წლამდე ასპარეზობდა და ამ პერიოდში 149 ჩატარებულ შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. არის საქართველოს ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი (1990, 1991) და საქართველოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი (1990, 1997). თამაშობდა ასევე „ანორთოსისში“, ათენის აეკ-ში, „ნიუკასლში“, „ვულვერჰემპტონში“, „დანდიში“, „ანორთოსისში“. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წარმატებით დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა. ორი გუნდი მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა – „ანორთოსისი“ და პირეოსის „ოლიმპიაკოსი“. ასევე ავარჯიშებდა „აპოელს“, ათენის აეკ-ს, „ორენგბურგს“, ხოლო 2019 წელს „ანორთოსისში“ დაბრუნდა, 2009–2014 წლებში კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. The post ბერძნული გამოცემა ქეცბაიაზე სიახლეს ავრცელებს – პაოკ-ში თემურის მიწვევის საკითხი ისევ აქტუალურია #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა