Guest Georgia Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე, დღეს ავთანდილ კენჭაძე ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად გაჯიევს დაუპირისპირდება. მართალია ქართველმა ფინალში გასვლით ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ კენჭაძე ბუდაპეშტის ტურნირის მოგებასაც შეეცდება. ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) რეპეშაჟში მიიღებენ მონაწილეობას. მსგავსი: თავისუფალი ჭიდაობა | კენჭაძე ფინალში გავიდა და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT ფინალები თბილისის დროით 19:00 საათზე, ხოლო დამამშვიდებელი წრე 14:00 საათიდან დაიწყება. ხვალ, 20 მარტს ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, სადაც ჩვენს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და ჩვენი ბიჭები ოთხი ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებენ. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.) შეეცდებიან ავთანდილ კენჭაძის მსგავსად, საქართველოს ნაკრებისთვის ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ. The post კენჭაძე ოქროს მედლის მოპოვებას დღეს შეეცდება, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ხვალ იწყებენ #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა