Guest Merlin Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კანონში ცვლილება განხორციელდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვან ბრალდებულს, ან მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლების მიღების საშუალება, რომლის წესიც იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით არის დადგენილი. „არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად“, – ვკითხულობთ ბრძანებაში. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით რეგულირდება. მსჯავრდებულ მოზარდთა სტატისტიკა ზრდადია – გასული 5 წლის მონაცემები Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა