Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი მიქაუტაძე – იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში მყავს ნანახი, ახლა მოედანზე შევეჯიბრები #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ბელგიური „სერენის“ საკლუბო ტელევიზიამ გიორგი მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში მიწვევა მიულოცა და ამასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა.

„საქართველოს ნაკრებში გამოძახება ჯილდოა კარგი სეზონისთვის. მე იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში მყავს ნანახი. ახლა მას მოედანზე შევეჯიბრები. ეს ძალიან კარგი ამბავია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, საკვალიფიკაციო ეტაპი რომ დავძლიოთ. ეს რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ახლა ჩვენთან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა წამოვიდა”, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

20 წლის თავდამსხმელმა „სერანისამბიციებზეც ილაპარაკა, რომელიც პირველ დივიზიონში გასულ ზაფხულს დაწინაურდა, ახლა კი ბელგიის მთავარ ლიგაში გადასვლის შანსი გაუჩნდა.

„მე იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ და ჟუპილერ ლიგაში გადავალთ, რაც ძალიან კარგი იქნება. როდესაც გასულ ზაფხულს აქ გადმოვედი, ძირითადად ლიგაში დარჩენაზე ვლაპარაკობდით. ჩვენ გვყავს შესანიშნავი გუნდი, სადაც წარმოუდგენლად კარგი ურთიერთობებია და ატმოსფეროა. მალე მივხვდით, რომ უფრო მეტის იმედიც უნდა გვქონოდა”, – ამტკიცებს საქართველოს ნაკრების ახალი თავდამსხმელი.

The post გიორგი მიქაუტაძე – იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ ტელევიზორში მყავს ნანახი, ახლა მოედანზე შევეჯიბრები #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share