Jump to content
×
×
  • Create New...

მთვარის კვანძები


Guest Karma
 Share

Recommended Posts

ძალიან ბევრი ადამიანი, სამწუხაროდ, მთვარის კვანძებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას დიდი როლი აკისრია ასტროლოგიაში. ეს არის მთვარისა და დედამიწის ორბიტების გადაკვეთის ორი წერტილი. ისინი განლაგებულნი არიან ყოველთვის საწინააღმდეგო ზოდიაქოს ნიშნებში. ჩრდილოეთის კვანძი ყოველთვის მომავალ ცხოვრებაზე მიგვითითებს და იმ ახალ საქმეებზე, რომლებიც ახლა უნდა შევასრულოთ, უნდა განვავითაროთ და მისკენ უნდა მივდიოდეთ. სამხრეთის კვანძი კი ესაა ჩვენი საყრდენი, ანუ მიღებული გამოცდილება, რასაც ადამიანი ეყრდნობა და მასთან მეგობრობა სიამოვნებს, ის ასევე განსაზღვრავს ყველაზე მარტივ გზებს, რომელსაც ეძებს ადამიანი. ესაა ჩვენი თანდაყოლილი ნიჭი, ცხოვრების წესი, საქმიანობა, სოციალური როლი და სხვა.
ადამიანს მთვარის კვანძების მხრივ აქვს ცხოვრებისეული გამოცდები, მაგალითად - როდესაც ჩვენ გავდივართ 16-18 წლის ასაკს, 26-28, 36-38, 46-48, 56-58... ამ დროს მთვარის კვანძები საწყის პოზიციებს უბრუნდებიან. ესაა ცხოვრებისეული მომენტები, როდესაც ინდივიდს სამყაროსგან მოსდის გამოცდები, მაგრამ ამ გამოცდის უკან ან კარგი საჩუქარი იქნება, ან ნიშანი, სიგნალი იმისა, რომ მან თავისი ცხოვრებისეული გზა უნდა შეცვალოს, მსოფლმხედველობა, აზრები და ა.შ. ეს კრიტიკული, ზოგჯერ კი მეტად საბედისწერო წლებიც კია.
ჩრდილოეთ კვანძი ითხოვს სულის განვითარებას, ხოლო სამხრეთი კი მაინც მატერიალურს ემყარება, თუმცა რაოდენ მატერიალურ სამყაროშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი მისია უნდა შევასრულოთ, ამიტომ როდესაც უშუალოდ სულს ექმნება საფრთხე, ზედა ძალები კოსმოსის სახით აცილებს უკვე ამ ქვეყნიდან ინდივიდს, რათა სული გადარჩეს ამით და მეტი ზიანი მისმა ქვეცნობიერმა აღარ მიიღოს.
კარმულ წლებში სიცოცხლე დაასრულეს, მაგალითად: პუშკინი, მოცარტი, ვან გოგი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვა...
მოდით, ორიოდ სიტყვით მიმოვიხილოთ კვანძების თემა:
ჩრდილოეთის კვანძი ვერძში, სამხრეთი სასწორში - ასეთ პიროვენბას იზიდავს და მოსწონს საზოგადოებრივი, კოლექტიური მუშაობა და საქმიანობა. მას უყვარს, აფასევს სილამაზესა და ჰარმონიას, მას ნაკლებად აქვს განვითარებული ინდივიდუალისტობა და ნებისყოფა. ახლა მან უნდა გამოიმუშაოს ვერძის სიმტკიცე, სიძლიერე და გახდეს მასავით ძლიერი ნატურა. ასეთი ადამიანუ ბრძოლით იმარჯვებს და მიდის წინ, დიპლომატიით კი ნაკლებად აღწევს შედეგს.
ჩრდილოეთის კვანძი კუროში - სამხრეთის მორიელში - ასეთ ადამიანს ახასიათებს პრობლემების ღრმა მისტიკური უნარი, მან ახლა კარგად უნდა განაგოს მატერიალური შესაძლებლობები და ზედმიწევნით ჩაერთოს მიმდინარე მატერიალური სამყაროს მოვლენებში.
ჩრდილოეთის კვანძი ტყპებში, სამხრეთის მშვილდოსანში. მას მეტად ფილოსოფიური და თავისებური ხედვა-გონება აქვს, ამიტომ მას იტაცებს სულიერი ცხოვრება, ასევე უყვარს თავგადასავლები, რამდენიმე საქმის კეთება, მაგრამ მინუსი ისაა, რომ არც ერთი მიჰყავს ბოლომდე და არც მეორე. ის ახლა არის მოსწვალე, ყური უნდა უგდოს სხვათა რჩევებს და აზრებს, მან უნდა მონახოს ახალი გზები ცხოვრებაში . მისი საყრდენია განათლება, მეგობრები, ტრადიციულობა. თქვენ ახლა მეტი უნდა იკითხოთ და მოუსმინოთ ხალხს, შრომით და განათლებით შეგეძლებათ წინსვლა.
ჩრდილოეთის კვანძი კირჩხიბში, სამხრეთის თხის რქაში - ეს ადამიანი ყოველთვის ძალაუფლებისმოყვარულია, შესაძლოა იყოს შინაგანად ქედმაღალიც, მან იცის თუ რა არის ამტანობა, შრომა, გარჯა, მიზნის მისაღწევად მზადაა ძალიან ბევრ რამეზე წავიდეს, მან იცის სხვათა სუსტი წერტილები და იყენებს კიდეც ამას. ახლა უნდა მიაქციოთ ყურადღება ოჯახს, გაიხსნათ მანდ და იპოვოთ თქვენი თავი ოჯახურ იდილიაში, თუ თქვენ მხოლოდ პროფესიას გადაჰყვებით მაშინ გამოცდები არ მოგაკლდებათ, შეეცადეთ სახლსაც დიდი ყურადღება დაუთმოთ და სამშლობლოს.
ჩრდილოეთის კვანძი ლომში, სამხრეთის მერწყულში - ასეთ ადამიანს ძალიან უყვარს პიროვნული თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ეს ყველაფერი მისთვის პირველხარისხოვანია, ის პატივს სცემს სხვათა აზრს, გარკვეულ წილად იცავს სამართლიანობას, აფასებს გონიერ ხალხს, შემოქმედებით აზრებს, იდეებს, მეოგობრობა მისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ეს უკანასკნელი ახლა უნდა გახდეს ლიდერი, გამოავლინოს ლომის იმპერატორული ხასიათი, შემოქმედებითად უნდა განვითარდეთ თუ გსურთ რომ პატივს გცემდნენ და უყვარდეთ ხალხს, მაშინ უნდა გახდეთ კარგი ხელმძღვანელი.
ჩრდილოეთი კვანძი ქალწულში, სამხრეთის თევზებში - ამ ადამიანს უყვარს რელიგია, უყვარს ოცნება, არის რომანტიული ნატურა, აქვს განვითარებული მკვეთრი ინტუიცია, არის მეტად კაცთმოყვარე და ეხმარება სხვებს . მისთვის ჩვეული რამაა სიბრალული, საკუთარი ძალების რწმენის არქონა, რაც ცუდია და ახლა ამ ყველაფრის გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს, უნდა ისწავლოს ქალწულის ნიშან-თვისებებიც, გახდეთ და ისწავლოთ დისციპლინა, შრომ, გარჯა, კარგია პროფესიებიდან მედიცინა , არაა ცუდი ფსიქოლოგობა, თუ თქვენ გსურთ რომ სხვებმა დაგაფასონ, მაშინ ზოგჯერ უხვად უნდა დაეხმაროთ სხვებს, დაეყრდნოთ დაღმავალს, მაგრამ 60-40 % აღმავლის სასარგებლოდ უნდა იყოს მაინც.
ჩრდილოეთის კვანძი სასწორში, სამხრეთი ვერძში - ეს ადამიანი შინაგანად თავს აღიარებს და უყვარს ასევე ძლიერი ნატურები, სისუსტეს ვერ ეგუება ,ის მუდამ იბრძვის თავისი ინტერესების დასაცავად, ის მეტად ინდივიდუალისტია, ვიდრე კოლექტიურად მომუშავე, ამიტომ უნდა გახდეს ისწავლოს, რომ ამჯერა ყოვეთვის ჩხუბი ვერ გაჭრის, უნდა ისწავლოს მაგიდასთან დაჯდომაც და საუბრის გამართვა, რათა პრობლემა დიპლომატიით გადაჭრას.
ჩრდილოეთის კვანძი მორიელში, სამხრეთის კუროში - მას უხარია, როდესაც მატერიალურად ფეხზე დგას, ის მეტადაა გახარებული, როდესაც რაიმეს მატერიალურად ფლობს, უყვართ მეტად უზრუნველი ცხოვრება და ამისთვის ბევრ რამეს აკეთებენ. ახლა თქვენ მეტად გამბედავი ადამიანუ უნდა იყოთ და არა ზედმეტად ფრთხილი .ახლა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ სულის ტრანსფორმაციას და ისე ეცადოთ დღევანდელ სამყაროში ადგილის დამვიდრებას, ესაა თქვენი პირველი ამოცანა. ცხოვრებაში გარკვეულ საკითხებზე უარის თქმა მოგიწევთ და ამას უნდა შეეგუოთ.
ჩრდილოეთის კვანძი მშვილდოსანში, სამხრეთის ტყუპებში - ეს ადამიანუ განიცდის ინფორმაციულ სიუხვეს, მან წინა ცხოვრებაში ძალიან ბევრი ისწავლა, ახლა კი მოუწევს გახდეს, თუნდაც კარგი გურუ ( მასწავლებელი), მას აქვს კარგი იუმორის გრძნიბა და ურთიერთობებში არც თუ ისე ცივია, პირიქით გარკვეულწილად უკომპლექსოც, მეგობრული. თქვენ გარკვეული იდეა უნდა შეიმუშაოთ და მიხვდეთ, რომ ყველა ვერ გაგიგებთ, ყველას არ ეყვარებით, ზოგს თქვენი გადაწყვეტილება არ მოეწონება, მაგრამ ამასაც უნდა შეეგუოთ. ხელი უნდა მოჰკიდოთ ლინგვისტიკას, მოგზაურობას, პედაგოგიკას, პოლიტიკას.
ჩცრდილეთის კვანძი თხის რქაში, სამხრეთის კირჩხიბში - ქვეცნობიერში ეს ადამიანი ძალიან გულჩვილი, ნაზი, ემოციური ნატურაა, მაგრამ ასე არ უნდა განაგრძოს, ეს კარგია და წარმატება შესაძლოა მოვიდეს პოლიტიკიდან.
თქვენ უნდა გქონდეთ მკაფიოდ დასახული მიზანი, უნდა იშრომოთ, გაისარჯოთ, სახლში ჯდომა არაა თქვენი კოსმიური ხსნა და გზა, პირიქით, ახლა უნდა იზრუნოთ განვითარებაზე, უნდა ეძიოთ მუდამ სამსახური , კარიერაზე უნდა იფიქროთ ძირითადად და ისე ააწყოთ თქვენი ცხოვრება.
ჩრდილოეთის კვანძი მერწულში, სამხრეთის ლომში - ესაა პიროვნება, რომელსაც გააჩნია დიდი ნებისყოფა, რათა სხვებიც მოაქციოს თავის აზრზე, მას აქვს დიდი ეგო, უყვარს იმპერატორული მხარის გამოჩენა, ის მეტადაა მმართველი და აღნიშნულის დიდი ნიჭი აქვს კიდეც. ახლა უნდა გახდეთ იდეალისტი, მეტად წამოწიოთ წინ მეგობრობა, მეტადა უნდა იფიქროთ გონებრივ ვარჯიშზე, ამ მხრივ მუშაობაზე, უნდა გახდეთ დამოუკიდებელი და პასუხიმგებელი თქვენს საქმეზე, თუ კვლავ მბრძანებლობას განაგრძობთ, მაშინ არაა გამორიცხული დაისაჯოთ კიდეც.
ჩრდილოეთის კვანძი თევზებში, სამხრეთის ქალწუშლი - ეს ადმიანი შინაგანად არის მეტად მშორმელი , უყვარს წესრიგი, დისციპლინა, არის მეტად პრაქტიკული, პრაგმატული, აზროვნებაც ასეთი აქვს. მისთვის მარტივია კონკრეტული დავალების შესრულება და არც უჭირს ეს. მან ახლა უნდა მიხედოს თავის სულიერებაზე, სულიერ განვითარებაზე, ადამიანებს უნდა დაეხმაროს უანგაროდ და ასე დაიმკვიდროს ადგილი მატერიალურ სამყაროში. კარგია საქველმოქმედო საქმიანობაც.
ეს ზოგადი ტენდენციები მთვარის კვანძებზე, მისი მნიშვნელობა ასტროლოგიაში აუცილებელია, ჩვენ უნდა მივხვდეთ და გავიგოთ თუ რისთვის მოვდივართ ამ ქვეყნად, რა გვაქვს განვითარებული და რა გასავითარებელი, ადამიანის მისიაა სოწრედ დახვეწა და განვითარება პიროვნული - სულიერი დონეზე, ამიტომ აღნიშნულის ცოდან ყველასთვის სასარგებლოა.
 

Share on other sites

  • ფორუმელი

კვანძებს როგორ პოულობენ? მთვარე თევზებში და პირველ სახლში კვანძია თუ არა? :givi: 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვამუშავებ ამ კვანძებს, მაგრამ ყველასავით რეტროგრადული არ მაქვს

ორივე დირექტიულია და ხან ქალწული ვარ, ხან თევზი :seth:

'nothing ever happened, not even this'

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/24/2020 at 8:07 PM, Karma said:

ჩრდილოეთის კვანძი ყოველთვის მომავალ ცხოვრებაზე მიგვითითებს და იმ ახალ საქმეებზე, რომლებიც ახლა უნდა შევასრულოთ, უნდა განვავითაროთ და მისკენ უნდა მივდიოდეთ. სამხრეთის კვანძი კი ესაა ჩვენი საყრდენი, ანუ მიღებული გამოცდილება, რასაც ადამიანი ეყრდნობა

 

ასტროლოგიის მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი,

თუმცა შტაინერის თეოსოფიის მერე ინტერესი გამიჩნდა რეინკარნაციის საკითხის მიმართ - პირადი 

რუკების თემაა ესეც ხომ?

 

სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა. (ც) ტიციანი

 

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/27/2021 at 1:29 AM, Say_or said:

რუკების თემაა ესეც ხომ?

 

კი მარა მე ვერ ვერკვევი ისიც ა რვიცი რა კვანძები აქვს ჩემ მთვარეს, რო გამიშრო სისხლი ეგ ვიცი...

პირადი რუკა გაქვთ გაკეთებული?

@Katieმოდი ფისო

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

 რო გამიშრო სისხლი ეგ ვიცი...

:gigi: ე.ი. მთვარის ბრალია ყველაფერი?

 

1 საათის წინ, Mulan said:

პირადი რუკა გაქვთ გაკეთებული?

 

რომელიღაც საიტმა დააგენერირა,

რამდენად ,,ნაღდია" არ ვიცი :boli:

 

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ხო, ძალიან გავრცელებული და თითქმის დოგმატურია ის აზრი რომ მთვარის კვანძები განსაზღვრავენ ჩვენს კარმიულ თუ რაღაც ამოცანებს მიმდინარე ინკარნაციის დროს.

მოგეხსენებათ დასავლური, იუდაიზმიდან აღმოცენებული ქრისტიანულ-მუსულმანური  ცივილიზაცია არ აღიარებს სულთა გადასახლების და აკარმის არსებობას. ასე რომ ზემოაღნიშნული სწავლება მთვარის კვანძებთან დაკავშირებით (მათი კავშირი ადამიანის კარმასთან და ა.შ.) მთლიანდა არის აღებული ინდური ასტროლოგიიდან, რომელიც თავის მხრივ სრულად არის დაფუძნებული ინდუისტურ სწავლებებზე.

მაგრამ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი -  არც ერთ ინდურ ასტროლოგიურ ტრაქტატში და პირველწყაროში, არავის არ უთქვამს, რომ რახუ (მთვარის აღმავალი/ჩრდილოეთის კვანძი) სავალდებულო ამოცანებს სახავს ადამიანებისთვის.

კი, კვანძები კავშირშია კარმასთან, მაგარმ ის არ არის გზამკვლევი და კომპასი ადამიანის მთავარი დანიშნულების - ინკარნაციებისგან საბოლოო გათავისუფლების გაზე.

უფრო მართებულ იქნე თუ ასე განვიხილავთ იგივე რახუს - რომ ეს არის ადამიანის მიერ, მრავალი ინკარნაციების მანძილზე დაგროვილი ყველაზე ძლიერი სურვილების, სამსკარების (დაგუგლეთ სამსკარა) და მისწრაფებების კონცენტრირებული სახე, რომელის რეალიზების დრო დადგა კონკრეტულად ამ ცხოვრებაში. რახუს რეალიზება კი მოუტანს ადამიანს გარკვეულ წარმატებებს და ერთგვარ ჰარმონიას სოციუმის დონეზე, მაგრამ ეს არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი გათავისუფლების გზაზე. პირიქით, რახუს რეალიზების პროცესში ჩვენ აუცილებლად შევქმნით ახალ კარმას, რომლის გამოც ისევ მოგვიწევს ინკარნირება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რახუ არის დემონი  - ილუზიის და მოტყუების, მიწიერი მისწრაფებების და აღუვსებლობის გამოხატულება.

მეორე „დოგმა“ - კეტუს (მთვარის დაღმავალი, სამხრეთის კვანძი)  სფერო უნდა დახურო და დაგმანო საგულდაგულოდ. ეს ასე არ არის. წარსულში დაგროვილი, გამოცდილება, ნიჭი და უნარები რომლებიც წარმოდგენილია კეტუთი ჩვენს ჰოროსკოპში, უნდა იქცეს იმ ბაზად, პლატფორმად, რომელსაც დავეყრდნობით ჩვენი პიროვნული რეალიზების გზაზე ამ ცხოვრებაში. ბავშები უნდა წავახალისოთ რომ კეტუთი „ნაჩუქარი“ ნიჭების და უნარების გამოვლინება შეძლონ. და როცა ამ საფუძველზე დავდგებით მყარად, შემდეგ უკვე შეიძლება რახუს მიმართულებით გახედვა.

კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი,

თვითონ კვაძების მდებარეობა ნიშანში და სახლში ბევრი ვერაფერი ინფორმაციის მომცემია. აუცილებლად უნდა ინახოს როგორ არიან განლაგებული და რა მდგომარეობაში არიან მთვარის კვანძის დისპოზიტორები (იმ ნიშნის მმართველები სადაც არიან კვანძები).

ჩავარდნა, გაძევება, მძიმე ასპექტები  და სხვა ნეგატივი - გვეუბნება რომ ამ კვანძის რეალიზების თემაში სირთულეები იქნება. კეტუს დისპოზიტურის სიგლახე აჩვენებს რომ კარგი ვერაფერი მოუტანია ამ ცხოვრებაში  ნატივს.

ასე მნიშვნელოვანი განვიხილოთ რახუს და კეტუს დისპოზიტორების ურთიერთმიმართება, კერძოდ:

1/1; 4/10; 5/9 და 3/11 კარგია. 8/6 ; 2/12 და 1/7 პრობლემური - ე.ი. ვერ ხერხდება კეტუთი მოტანილი პოტენციალის მისადაგება რახუთი ნაკარნახები მისწრაფებებთან.

Edited by მთვარის ძმადნაფიცი
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 32 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)