Jump to content
×
×
  • Create New...

Bitpanda მომსახურების გაფართოებაზე მუშაობს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

btc1-300x169.jpg

ევროპული კრიპტო კომპანია Bitpanda 170 მილიონი დოლარის შეგროვებაზე მუშაობს.

ავსტრიაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის კომპანია Bitpanda-მ დახურა 170 მილიონი დოლარის დაფინანსების რაუნდი. ფინანსების მოძიების მიზანი საერთაშორისო ზრდის გაძლიერებაა.

B სერიის დაფინანსების ბოლო რაუნდს უძღვებოდა Valar Ventures-ის კომპანია, რომელსაც მხარს უჭერს PayPal–ის თანადამფუძნებელი, პიტერ თიელი.

ბოლო რაუნდში ასევე მონაწილეობდნენ იური მილნერის საინვესტიციო ფირმის DST Global–ის პარტნიორები, რომელიც ცნობილია, როგორც „ინვესტორთა გაერთიანება“.

მიუხედავად იმისა, რომ DST არის ახალი ინვესტორი Bitpanda–ში, Valar Ventures-ი ადრე ხელმძღვანელობდა 52 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების სერიას 2020 წლის სექტემბერში.

ახალი დაფინანსებით, Bitpanda ცდილობს კიდევ უფრო გააფართოოს თავისი მომსახურებები ევროპაში და გეგმავს შექმნას ტექნიკური ჰაბები და ოფისები მადრიდში, ბარსელონაში, ლონდონში, პარიზსა და ბერლინში.

”ახლა საქმე ეხება საერთაშორისო მასშტაბით ზრდას, არსებული პროდუქტებისა და მომსახურებების დამატებას, ასევე აუდიტორიისთვის ახალი ფინანსური გადაწყვეტილებების წარდგენას“,- განაცხადა Bitpanda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ერიკ დემუთმა.

The post Bitpanda მომსახურების გაფართოებაზე მუშაობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share