Guest Merlin Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 60%-მა განაცხადა, რომ მათთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას ბიტკოინში გადაიტანენ. აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა Mizuho Securities–ის მიერ. საუბარია ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებულ ახალი დახმარების პაკეტზე. დახმარების პაკეტის თანახმად, ბიუჯეტში 1,9 ტრილიონი დოლარი გამოიყო პანდემიისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად. აქედან დაახლოებით თანხის 10%, რომელიც არის 400 მილიარდი დოლარი, გადაეცემათ ამერიკის მოქალაქეებს პირადი გამოყენებისათვის, რაც დაახლოებით თითოეულ ადამიანზე 1400 დოლარი გამოდის. გამოკითხული 235 ადამიანიდან, ვისი წლიური შემოსავალიც 150,000 დოლარზე ნაკლებია, 40%-იც აცხადებს, რომ მათთვის განკუთვნილი დახმარების მიღების შემდეგ შეიძენენ ბიტკოინს. ჯო ბაიდენმა 11 მარტს ხელი მოაწერა 1,9 ტრილიონ დოლარიანი პაკეტის შექმნას. იგი მოიცავს 1,400 დოლარის გადაცემას 80.000 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მრავალი ადამიანისთვის. აღსანიშნავია, რომ საუბარია არა ოჯახზე ჯამურად გადაცემულ 1400 დოლარზე, არამედ იმაზე, რომ ოჯახის თითოული წევრი მიიღებს 1400 დოლარის ოდენობის დახმარებას. The post გამოკითხული ამერიკელი მოქალაქეების 60%-ი ფინანსურ დახმარებას ბიტკოინში გადაიტანს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა