Jump to content
×
×
  • Create New...

დიდიე დეშამმა ნაკრებში უსმან დემბელე დააბრუნა


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გამოაცხადა შემადგენლობა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მარტის მატჩებისთვის. 24 მარტს ფრანგები შინ მიიღებენ უკრაინის ნაკრებს, 28 მარტს ასტანაში შეხვდებიან ალბანეთს, 31 მარტს კი სარაევოში ესტუმრებიან ბოსნიას.

მთავარი სიახლე ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონების რიგებში 2018 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს „ბარსელონას“ ფორვარდი უსმან დემბელე.

საფრანგეთის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – ალფონს არეოლა (ფულჰემი, ინგლისი), უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), მაიკ მენიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი);

მცველები – ლუკა დინი (ევერტონი, ინგლისი), ლეო დუბუა (ლიონი), ლუკა ერნანდესი, ბენჟამენ პავარი (ბაიერნი, გერმანია), პრესნელ კიმპემბე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), კლემან ლანგლე (ბარსელონა, ესპანეთი), ფერლან მენდი, რაფაელ ვარანი (ორივე – რეალი, ესპანეთი), კურტ ზუმა (ჩელსი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), ტანგი ნდომბელე, მუსა სისოკო (ორივე – ტოტენჰემი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი, იტალია);

ფორვარდები – ვისამ ბენ-იედერი (მონაკო), კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), უსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი (ორივე – ბარსელონა, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (ჩელსი, ინგლისი), ტომა ლემარი (ატლეტიკო, ესპანეთი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი).

1616106694-FRANCE-01.jpg

The post დიდიე დეშამმა ნაკრებში უსმან დემბელე დააბრუნა appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   190 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 190 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(1)