Jump to content
×
×
  • Create New...

2003-2021: როგორ იცვლებოდა საქართველოში პენსია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის კი 60 წელია. ქვეყანაში 781 934 ათასი პენსიონერი ცხოვრობს. 70 წლამდე ადამიანებისთვის პენსია 240 ლარს შეადგენს, რაც $72.7-ის ექვივალენტია, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის – 275 ლარს, ანუ $82.5-ს. მაღალმთიან რეგიონებში პენსია უფრო მაღალია – 70 წლამდე ადამიანები 288 ლარს ($86.5) იღებენ, 70 წელს გადაცილებულები კი 330 – ლარს ($99.1).

2003-04 წლებში საქართველოში 573 642 პენსიონერი იღებდა პენსიას 14 ლარს, რაც დაახლოებით $7.7-ს უდრიდა. 2005 წელს პენსია გაორმაგდა, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10, 17 და 25 ლარით გაიზარდა. 

წელი

პენსიის ოდენობა ლარში

პენსიის ოდენობა დოლარში

2003

14

$6.8

2004

14

$7.7

2005

28

$15.6

2006

38

$22.2

2007

55

$34.6

2008

70

$42

2009

80

$47.5

2010

80

$45.1

2011

100

$59.9

2012

125

$75.5

2013

150

$86.4

2014

150

$80.5

2015

160

$66.8

2016

67.2

$68

2017

180

$69.4

2018

180

$67.2

2019

200

$69.7

2020

220

$67.5

2021

240

$72

2009 წელს პენსიამ 80 ლარს მიაღწია, რაც დაახლოებით $47 იყო. იგივე დარჩა 2010 წელსაც, თუმცა, დოლარის გაუფასურების გამო, $45-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მისი მყიდველუნარიანობა, ანუ პენსიის „ღირებულება” შემცირდა.

2011 წელს პენსიამ 100 ლარი, ანუ დაახლოებით $60 შეადგინა. 2012 წელს 125 ლარამდე გაიზარდა და $75.5-ს გაუტოლდა. 2013 წელს 150 ლარი გახდა და იგივე დარჩა 2014-შიც. თუმცა, ინფლაციის გამო, მყიდველუნარიანობა ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს დაკარგა. თუ 2013 წელს ის დაახლოებით $86.5-ის ექვივალენტი იყო, 2014-ში $80.5-მდე შემცირდა. საბაზისო პროდუქტების ფასების ზრდის გამო მცირდებოდა მყიდველუნარიანობის მაჩვენებელი. მაგალითად, თუ ადამიანს 2012 წელს შემოსავალი ჰქონდა 200 ლარი, 2014 წლისთვის ამ თანხის მყიდველუნარიანობა 144 ლარამდე ჩამოვიდა, ანუ დაახლოებით მეოთხედი დაკარგა.

2015 წელს პენსიამ 10 ლარით მოიმატა და 160 ლარი გახდა. თუმცა, ლარი კვლავ გაუფასურდა და დოლარში მისი ოდენობა $66.8-მდე შემცირდა. 2016 წელს პენსია 180 ლარი გახდა და არ გაზრდილა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხოლო 2019 და 2020 წლებში 20-20 ლარით მოიმატა და 220 ლარს მიაღწია.

The post 2003-2021: როგორ იცვლებოდა საქართველოში პენსია appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share