Guest Merlin Posted 17 მარტი, 2021 Posted 17 მარტი, 2021 წელიწადზე მეტია, რაც პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრების სტილის შეცვლა გვაიძულა. სოციალური აქტივობების ნაკლებობამ ადამიანების ნაწილს წიგნის კითხვისთვის მეტი დრო გამოუთავისუფლა, ნაწილს კი გართობის ალტერნატიული საშუალებების ძიებისას ის ხელახლა აღმოაჩენინა. ჩვენ თავი მოვუყარეთ 5 წიგნს, რომლებმაც პანდემიისას მსოფლიო მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. Amazon.comბარაკ ობამა – აღთქმული მიწა (2020) გამოცემის დღესვე აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მემუარების 887 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მომდევნო თვეს წიგნზე მაღალი მოთხოვნის გამო გამომცემლობამ 3.4 მილიონიანი ტირაჟი 4.3 მილიონამდე გაზარდა. ბარაკ ობამა აღთქმულ მიწაში ადრეულ პოლიტიკურ ცხოვრებასა და მისი პრეზიდენტობის გადამწყვეტ მომენტებზე გვიყვება. Amazon.comმიშელ ობამა – Becoming (2018) აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის მემუარებს აქტუალობა არც 2020 წელს დაუკარგავს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით Becoming-ის 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნში მიშელ ობამა არა მხოლოდ თეთრ სახლში გატარებულ წლებზე ჰყვება, არამედ ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდზეც ღიად საუბრობს. Amazon.comმერი ტრამპი – მეტისმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი (2020) სწორედ დონალდ ტრამპის ძმისშვილია ავტორი წიგნისა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მანკიერ მხარეებზე თამამად გვიამბობს. მერი ტრამპი იმ ოჯახურ პრობლემებსაც იხსენებს, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მიუხედავად დონალდ ტრამპის გარემოცვის მცდელობისა, ხელი შეეშალათ წიგნის მედიაში პოპულარიზებისთვის, გამოცემის პირველივე კვირას 1.35 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ტრამპზე დაწერილ წიგნებს შორის კი მან გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. Amazon.comრობინ დიანჯელო – თეთრი სისუსტე: რატომაა ასე რთული თეთრკანიანებისთვის რასიზმზე ლაპარაკი (2018) წიგნის გაყიდვები 2020 წლის მხოლოდ ორ თვეში, მაისსა და ივნისში, Forbes-ის მონაცემებით, 2264%-ით გაიზარდა. მიზეზი 25 მაისს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მისი დაღუპვა გახდა. ამ ფაქტს აშშ-ში მრავალრიცხოვანი აქციები მოჰყვა, მონაწილეები პოლიციელს გულგრილობაში ადანაშაულებდნენ და სისტემაში არსებულ რასიზმს აპროტესტებდნენ. Amazon.comბილ გეითსი – როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა (2021) წიგნის გამოცემიდან ჯერ თითქმის ერთი თვეა გასული, თუმცა, მან Amazon-ის ბესტსელერებს შორის ადგილის დაკავება მაინც მოასწრო. ამერიკელი მილიარდერი, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ კლიმატის ცვლილებას მიიჩნევს, წიგნში გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებსა და ამ პროცესებში საკუთარ პასუხისმგებლობაზე წერს. The post 2020-2021 ბესტსელერები: რას კითხულობდა მსოფლიო პანდემიის დროს appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა