Jump to content
×
×
  • Create New...

2020-2021 ბესტსელერები: რას კითხულობდა მსოფლიო პანდემიის დროს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

წელიწადზე მეტია, რაც პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრების სტილის შეცვლა გვაიძულა. სოციალური აქტივობების ნაკლებობამ ადამიანების ნაწილს წიგნის კითხვისთვის მეტი დრო გამოუთავისუფლა, ნაწილს კი გართობის ალტერნატიული საშუალებების ძიებისას ის ხელახლა აღმოაჩენინა. 

ჩვენ თავი მოვუყარეთ 5 წიგნს, რომლებმაც პანდემიისას მსოფლიო მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

41bffUhJ4xL.jpgAmazon.com

ბარაკ ობამა აღთქმული მიწა (2020)

გამოცემის დღესვე აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მემუარების 887 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მომდევნო თვეს წიგნზე მაღალი მოთხოვნის გამო გამომცემლობამ 3.4 მილიონიანი ტირაჟი 4.3 მილიონამდე გაზარდა.

ბარაკ ობამა აღთქმულ მიწაში ადრეულ პოლიტიკურ ცხოვრებასა და მისი პრეზიდენტობის გადამწყვეტ მომენტებზე გვიყვება.

51w4zG9Dn6L.jpgAmazon.com

მიშელ ობამა Becoming (2018)

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის მემუარებს აქტუალობა არც 2020 წელს დაუკარგავს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით Becoming-ის 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 

წიგნში მიშელ ობამა არა მხოლოდ თეთრ სახლში გატარებულ წლებზე ჰყვება, არამედ ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდზეც ღიად საუბრობს.

51pnqnJiULL.jpgAmazon.com

მერი ტრამპი მეტისმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი (2020)

სწორედ დონალდ ტრამპის ძმისშვილია ავტორი წიგნისა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მანკიერ მხარეებზე თამამად გვიამბობს. მერი ტრამპი იმ ოჯახურ პრობლემებსაც იხსენებს, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მიუხედავად დონალდ ტრამპის გარემოცვის მცდელობისა, ხელი შეეშალათ წიგნის მედიაში პოპულარიზებისთვის, გამოცემის პირველივე კვირას 1.35 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ტრამპზე დაწერილ წიგნებს შორის კი მან გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. 

51cbulOJkgL.jpgAmazon.com

რობინ დიანჯელო თეთრი სისუსტე: რატომაა ასე რთული თეთრკანიანებისთვის რასიზმზე ლაპარაკი (2018)

წიგნის გაყიდვები 2020 წლის მხოლოდ ორ თვეში, მაისსა და ივნისში, Forbes-ის მონაცემებით, 2264%-ით გაიზარდა. მიზეზი 25 მაისს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მისი დაღუპვა გახდა. ამ ფაქტს აშშ-ში მრავალრიცხოვანი აქციები მოჰყვა, მონაწილეები პოლიციელს გულგრილობაში ადანაშაულებდნენ და სისტემაში არსებულ რასიზმს აპროტესტებდნენ. 

51lTQ3M0k-L.jpgAmazon.com

ბილ გეითსი როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა (2021)

წიგნის გამოცემიდან ჯერ თითქმის ერთი თვეა გასული, თუმცა, მან Amazon-ის ბესტსელერებს შორის ადგილის დაკავება მაინც მოასწრო. ამერიკელი მილიარდერი, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ კლიმატის ცვლილებას მიიჩნევს, წიგნში გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებსა და ამ პროცესებში საკუთარ პასუხისმგებლობაზე წერს.

The post 2020-2021 ბესტსელერები: რას კითხულობდა მსოფლიო პანდემიის დროს appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share