Guest Karma Posted 24 დეკემბერი, 2020 Posted 24 დეკემბერი, 2020 შავი მთვარის – ლილიტის შესახებ, იმ თეორიებიდან რაც წამიკითხავს, ყველაზე მეტად მომწონს ის, რომელიც წარსულ ინკარნაციებს უკავშირდება.იმ სახლში და ნიშანში, სადაც ჩვენი ლილიტი დგას, როგორც ჩანს წინა ცხოვრებაში ვერ მოვახერხეთ დადებითი გამოცდილების დაგროვება.ამიტომ, რადგანაც არ გაგვაჩნნია ბაზისი, საფუძველი, სახლის/ ზოდიაქოს გამოვლინება ხდება მის ყველაზე სუსტ, დაბალ დონეზე.ამიტომაცშავი მთვარე ხდება კოსმიური შავი ხვრელის მსგავსი და ხარბად ისრუტავს ჩვენს ენერგიას ამ მიმართულებით.ლილიტი გვიჩვენებს თუ რა ბოროტება შეუძლია ჩაიდინოს ადამიანმა და რომელ სფეროს შეეხება ეს…იმის გარდა, რომელ ნიშანში ან სახლში დგას შავი მთვარე, ყურადღება უნდა მიექცეს მის ასპექტებს პლანეტებთან (ასპექტები უნდა იყოს მაჟორული ხასიათის და არანაკლებ 3ისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეერთება და კარდინალურ კუსპიდებთან ასპექტები. სხვა შემთხვევაში ლილიტი არააქცენტირებულად ითვლება)ლილიტი ვერძში / 1 სახლშიწინა ცხოვრებებში ინდივიდს ცოდვად დაუდვია სხვა ადამიანებით მანიპულირება, ის იყო ფეთქებადი, იმპულსიური, თავშეუკავებელი. მიაჩნდა მხოლოდ საკუთარი აზრები და არგუმენტები მართებულად… ახალ ცხოვრებაშიც ეს თვისებები მოჰყვება თან.დამუშავება შეიძლება მოხდეს თავშეკავებულობის გამომუშავებით. კარგი იქნება თუ ასეთი ლილიტის პატრონი თავს მიუძღვნის მეუღლეს (საქმიან პარტნიორობას), დადგება დაჩაგრულების და სუსტების მცველად.ლილიტი კუროში / 2 სახლიფულის და სხვა მატერიალური ფასეულობების მომხვეჭელობა, შანტაჟის ან სხვა ძალადობრივი გზებით (ძარცვა) წინა ინკარნაციაში დღეს იწვევს ფინანსურ ოპერაციებში გაუმართლებლობას, გაუთვალისწინებელ ხარჯებს, ქონების დაკარგვასაც კი.დამუშავება – ნუ ეცდებით რაიმე სახის დაგროვებას, გინდაც ეს მარკების კოლექცია იყოს.. დაეხმარეთ თქვენზე უფრო გაჭირვებულებს. ეს ბევრად შეამსუბუქებს კარმულ ვალს.ლილიტი ტყუპებში /3 სახლიცრუ, მატყუარა, ორმაგი თამაშების მოყვარული, ქიშპი საკუთარ და– ძმასთან. წინა ცხოვრებაში ჩადენილი ეს შეცოდებანი ახლა მას წინ ხვდება მატყუარა ახლობლების სახით, ხშირად ის ვერ ღებულობს სწორ , ან სასურველ ინფორმაციას. უახლოესი გარემოცვა ვერ უგებს და ა. შ.დამუშავება–ეცადოს ბევრი იკითხოს, მიიღოს სრულყოფილი განათლება, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოს სწავლა. ნუ გააწყვეტინებს ადამიანს საუბარს, აცადოს სხვებსაც საკუთარი ინტელექტის გამოვლენა.ლილიტი კირჩხიბში /4 სახლიოჯახური ურთიერთობები არასწორად იყო აგებული, ხდებოდა დევალვაცია ესეთი ფასეულობებისა როგორიცაა სამშობლო, ტრადიციები, მშობლების პატივისცემა. შედეგად ამ ცხოვრებაში ინდივიდს უწევს მიატოვოს საკუთარი სახლი, ზოგ შემთხვევეში ქვეყანაც. ის შეიძლება აღმოჩნდეს დევნილი, ლტოლვილი.დამუშავება–ტრადიციების მტკიცედ დაცვა, მშობლებზე ზრუნვა, მათი პატივისცემა. სამშობლოს ერთგული ჯარისკაცის როლი. ნუ აიძულებთ სხვებს აკეთონ ის რაც თქვენ მოგწონთ, ნუ მოახვევთ თავს თქვენს გადაწყვეტილებებს. ნუ გამოიჩენთ ზედნეტ ეჭიანობას, მიეცით პარტნიორებს თავისუფლება, ნუ მიიჩნევთ მათ პატარა ბავშვებად, არაა საჭირო ზედმეტი მზრუნველობის გამოჩენა და მუდმივი კონტროლი.ლილიტი ლომში / 5 სახლირაღაც ფორმით უარის თქმა შვილებზე წარსულში, იძლევა აწმყოში ტანჯვას შვილების/უშვილობის გამო. შესაძლებელია წარსულ ინკარნაციში ადგილი ჰქონდა საკუთარი სიამოვნებებისათვის უფრო მეტი დროის დათმობას ვიდრე ეს სინამდვილეში იყო საჭირო, აღვირახსნილ, ბოჰემურ ცხოვრებას… ეს მომენტი ამ ინკარნაციაშიც მოჰყვება ადამიანს..დამუშავება–თუკი უკანონოდ არის ბავშვი გაჩენილი, ნუ აარიდებთ თავს მამის პასუხისმგებლობას, სწორი ორგანიზაცია გაუწიეთ თქვენს გატაცებებს, არავითარ შემთხვევაში არ ითამაშოთ აზარტული თამაშები. აკონტროლეთ თქვენი თავი სასიყვარულო ურთიერთობებში. აგრეთვე გახსოვდეთ რომ ყოველთვის თქვენ ვერ იქნებით მართალი.ლილიტი ქალწულში / 6 სახლიეს მდებარეობა ადამიანს ხშირად ”განტევების ვაცად ” აქცევს ხოლმე. განსაკუთრებით კი სამსახურში. შესაძლოა კიდევ ერთი ვარიანტი – ტრამვების მიღების საშიშროება სამუშაო დროს. რამ გამოიწვია ეს?– წინა ცხოვრებაში ინდივიდი ცდილობდა საკუთარი შეცდომები სხვებისთვის ”აეკიდა”, ახდენდა ავადმყოფობის სიმულაციას. სარგებლობდა თავისი მდგომარეობით და ჩაგრავდა ქვეშევრდომებს, მსახურებს.გამოსყიდვა ხდება თანმიმდევრული, ბეჯითი შრომის ჩვევის გამომუშავებით. პირად ჯანმრთელობაზე ზრუნვით და თანამშრომელთა მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. აკონტროლეთ თავი და ნუ გამოიყენებთ უცენზურო ლექსიკას. ნუ დაკავდებით სექსით მხოლოდ სექსისათვის. იყავით უანგარო, არ გასწიოთ მევახშეობა.ლილიტი სასწორში/ 7 სახლისაქმიანი პარტნიორის, ან მეუღლის ღალატი, ბევრი განქორწინებები წინა ცხოვრებაში, ახალში იწვევს არასტაბილურ მდგომარეობას საძოგადოებაში, იმიჯის შელახვას,სასამართლო დავებს, ბევრ მტრებს.ასეთი ადამიანისთვის უკუნაჩვენებია ვიღაცის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა, თანაავტორობა…სჯობს აირჩიოს თავისუფალი პროფესია, ან ხელობა. აგრეთვე რეკომენდებულია რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტები საწინააღმდეგო სქესთან.ნუ დაადანაშაულებთ პარტნიორს ვიდრე არ შეხედავთ სიტუაციას მისი თვალებით.ლილიტი მორიელში/ 8 სახლიპროსტიტუცია, მკვლელობა, სხვისი ფულებით მანიპულირება, ეს ის ცოდვებია რისთვისაც აწმყოში ინდივიდი ისჯება და განიცდის მუდმივ განგაშის მდგომარეობას, კატასტროფის მოლოდინში ყოფნას.შესაძლოა სუეციდისაკენ მიდრეკილება. ცინიზმი, დესპოტიზმი, სადიზმი, მოროდიორობა.დაძლევა ხდება გადაჭარბებულ სექსუალურობაზე უარის თქმით, და ნორმის ფარგლებამდე დაყვანით, დასაბალანსებლად გამოიყენეთ საკუთარი ენერგეტიკა, და ნუ ივამპირებთ. აქცენტი აიღეთ მაღალ მატერიებზე, შეცადეთ სწორად შეაფასოთ ხოლმე არსებული რისკები. ურთიერთობებში იყავით უფრო მეტად სიტყვაუხვი.ლილიტი მშვილდოსანში / 9 სახლიმანკიერი ეგზოტიკით გატაცება, ანარქია, გაუმაძღრობა– წარსულის ცოდვებია რისთვისაც აწმყოში ინდივიდი ისჯება უცხოეთთან დაკავშირებული პრობლემებით, არასტაბილური მდგომარეობით სამსახურში.კარგია თუკი არ იფიქრებთ უცხოეთში გადასვლაზე საცხოვრებლად, რადგან ამ ინკარნაციაში თქვენი ადგილი სამშობლოშია.დამუშავებას მოგცემთ თუკი თავს დაანებებთ სხვებისათვის მორალის კითხვას, ფილოსოფოსობას, დაუკითხავად რჩევების მიცემას.ლილიტი თხისრქაში / 10 სახლშიკარიერული წინსვლა უპატიოსნო გზით. საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წასვლა– ეს ის თვისებებია რომლებმაც აწმყოშიც შეიძლება იჩინოს თავი და გამოიწვიოს ის რომ ცხოვრებაში უამრავი მტერი გაიჩინოთ და სბოლოოდ ყველა რეგალია დაკარგოთ, განადგურდეთ, დაეცეთ ყველაზე ჭუჭყიან წუმპაში.დამუშავებას მოგცემთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ უკეთურ განზრახვებზე უარისთქმა. ნუ ელოდებით დაუყონებლივ და გლობალურ ცვლებს კარიერაში. ისწავლეთ შრომით, სიბეჯითით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს.ლილიტი მერწყულში/ 11 სახლიწინა ცხოვრებაში ინდივიდი ღალატობდა მეგობრებს. სასჯელად ის ახლა ღებულობს მოჩვენებით მეგობრებს, მუხთლობას მათი მხრიდან, შეიძლება შეიქმნას ანტიპროპაგანდის მსხვერპლი. თუ ინდივიდი ქალია, შეიძლება დაისაჯოს უკანონო შვილის ყოლით .რჩევა–სჯობს თავი აარიდოს იმ ადამიანებს ვისი მზე, მთვარე, ASC, MC ან 11 სახლის მმართველი აკეთებს მის ლილიტთან შერთებას.დამუშავება – მოერიდეთ პროგრამა მაქსიმუმით ცხოვრებას, დაგეგმეთ მოკლე–მოკლე პერიოდები. ნუ შეუზღუდავთ მეგობრებს და პარტნიორებს თავისუფლებას.ლილიტი თევზებში/ 12 სახლშიადამიანი წინა ცხოვრებში ფლობდა რაღაც საიდუმლოს. იმ პირთა თავიდან მისაცილებლად, ვისაც მისი გამჟღავნება შეეძლოთ მან ისინი ზოგი ციხეში, ხოოლო ზოგი ფსიქიატრიულში გამოკეტა. შესაძლოა მას დემონთან ქონდა კავშირი, იყო სატანური სექტის წევრი, ასრულებდა მსხვერპლშეწირვის რიტუალს. ამ ცხოვრებაში მათ მრავალი წინაღობა ხვდებათ, თავად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი, ან ხვდებიან იზოლაციაში (ციხე, ავადმყოფის საწოლი, ინვალიდის ეტლი), აწუხებთ შიშები, ისტერიულნი არიან. მიდრეკილება შიზოფრენიის, ნარკომანიის ან ალკოჰოლიზმისაკენ. დეპრესიულობა.ამის დასაძლევად ნუ იქნებით ეჭვიანები, ნუ ჩაიციკლებით საკუთარ ეჭვებში, ნუ მისცემთ ფანტაზიას უადგილო გასაქანს, სძლიეთ სიზარმაცე.აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ცალ– ცალკე განხილვა ასტროლოგიაში არაფრის არ შეიძლება, მათ შორის არც ლილიტისა. ისწავლეთ შეფასება სინთეზურად. მაგალითად თუ ლილიტი შსერთებაში ან დაძაბულ ასპექტშია მარსთან მორიელში 3 სახლში– ეს ნიშნავს რომ ინდივიდს შეუძლია ნათესავის მოსაკლავად გამეტება, ვთქვათ მემკვიდრეობის გამო… ან– ლილიტი საწორში 5 სახლში– ღალატი საყვარლის/ან შვილების მხრიდან. ან– პლუტონთან და მთვარესთან მორიელის ნიშანში შეერთებული ლილიტი– სექსუალურ მანიაკს შეიძლება აღნიშნავდეს… და ასე შემდეგ… Share on other sites More sharing options...
Guest Karma Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 შავი მთვარის (ლილიტის) მნიშვნელობა ისტორია 1898 წელს გერმანელმა ასტრონომმა ვალტემათმა აღმოაჩინა მცირე ზომის ციური ობიექტები, რომლებიც დედამიწის გარშემო ბრუნავდნენ, და მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა დიდმა ნაწილმა უარყო მისი არგუმენტაცია, იგი აგრძელებდა ამ უცნაურ ობიექტებზე დაკვირვებას. http://3.bp.blogspot.com/-jpd8LHoulxQ/UzB0iflUtQI/AAAAAAAADWk/cBbyy8kF7nw/s1600/34.jpg1918 წელს ბრიტანელმა ასტროლოგმა სეფარიელმა (უოლტერ ჰორნი) ვალტემათის დაკვირვებებზე დაყრდნობით შეადგინა ეფემერიდები ერთ ერთი ასეთი ობიექტისთვის, რომელსაც უწოდა ლილიტი. იგი მიიჩნევდა, რომ შავი შეფერილობის გამო მისი აღმოჩენა ხერხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი მზის დისკოში გადის. აქ აუცილებელია აღვნიშნოთ რომ ეს ის პლანეტოიდი არაა, რომელსაც დღეს იყენებენ ასტროლოგები. 1930 წლიდან ფრანგმა ასტროლოგმა დომა ნერომანმა პრაქტიკაში შემოიღო მთვარის ორბიტის საშუალო აპოგეის გამოყენება და მას უწოდა ”შავი მთვარე” . შემდეგ ევროპაში შავ მთვარეს უწოდებდნენ უმეტესწილად მთვარის ორბიტის მეორე ფოკუსს. ახალი ასტროლოგიური ობიექტი პოპულარული გახდა იმის გამო, რომ იგი უხილავი იყო, და მისი სახელწოდების გამოც (შავი მთვარე), რამაც თავის მხრივ მეტი გასაქანი მისცა მისტიურად განწყობილი ასტროლოგების ფანტაზიას და შავი მთვარის მნიშვნელობების ჩამოყალიბებაც სულ უფრო და უფრო მდიდრდებოდა ფანტასტიკური მნიშვნელობებით.* ასტრონომიული ასპექტი http://3.bp.blogspot.com/-O_hAstDflF8/UzCXzgaNQjI/AAAAAAAADW8/Y44iuQClREk/s1600/Black-Moon-algabras.jpg მთვარის ორბიტას აქვს ელიპსის ფორმა, დედამიწა კეპლერის პირველი კანონის მიხედვით იმყოფება ამ ელიპსის ერთ ერთ ფოკუსში, ხოლო შავი მთვარე წარმოადგენს აპოგეას წერტილის პროექციას ეკლიპტიკაზე და ემთხვევა მთვარის ორბიტის მეორე ფოკუსს. აპოგეა ეს არის მთვარის ორბიტის დედამიწისგან ყველაზე დაშორებული წერტილი, ხოლო პერიგეა ყველაზე ახლო წერტილი. ასტროლოგების ერთი ნაწილი ლილიტად მიიჩნევს მთვარის ორბიტის მეორე ფოკუსს, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს თვითონ აპოგეას წერტილს. როდესაც მთვარე იმყოფება აპოგეას წერტილში (ლილიტი), მაშინ იგი ყველაზე მეტად დაშორებულია დედამიწისგან, შესაბამისად მასში ყველაზე ნაკლებადაა გამოვლენილი ”დედამიწის” თვისებები, ადამიანობა, გამოცდილებაზე დაფუძნებული ლოგიკა, ანუ მთვარე იმყოფება მარტოობაში, იგი მაქსიმალურად თავისუფალია ყველაფრისგან. აბსოლუტურ თავისუფლებას ბუნებრივია ნეგატიური მხარეც აქვს, ეს არის ეგოიზმი და მეამბოხეობა. როდესაც მთვარე იმყოფება პერიგეას წერტილში (სელენა) იგი იძენს გასაგებ და ზუსტ ფორმებს, ”მოსწონს” დედამიწასთან სიახლოვე, მისი ”სითბოს” შეგრძნება, აქ იგი უფრო მგრძნობიარეა, უფრო კეთილშობილი, მაგრამ უფრო კონსერვატული. ნეგატიური მხარე ამისა არის დამოუკიდებლობის ნაკლებობა, ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების უნარის არქონა. ლილიტის ციკლი არის 8 წელიწადი და 310 დღე. საშუალო დღიური სიჩქარე 6’41’’, წელიწადში 40°40'42'' ასტროლოგიური განმარტება http://3.bp.blogspot.com/-So7CEQis9Mk/UzCYJ7evN2I/AAAAAAAADXE/1E9Wa0laF54/s1600/Lilithsymbsml.JPG შავი მთვარის როლი ჰოროსკოპში იმაში მდგომარეობს, რომ იგი უქმნის ადამიანს არალოგიკურ შეხედულებებს საგნებსა და მოვნელებზე. შავი მთვარის ნეგატიური ეფექტი იწვევს ცვლილებებს ადამიანის ფსიქიკაში და ქცევაში, ხელს უწყობს ალტერნატიული რეალობის ილუზორული აღქმის ჩამოყალიბებას. შავი მთვარე არის ისეთი აბსურდული და ირაციონალური სიტუაციების მაპროვოცირებელი, სადაც ადამიანი საკუთარი აზრების, ქცევის გამართლების ცდილობს ყურადღების კონცენტრირებას თვისების/სიტუაციის ერთი ან მეორე პოლუსის სასარგებლოდ. ანუ ერთ შემთხვევაში იგი აჭარბებს თვისების გამოვლენის დასაშვებ ნორმას, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი აუფასურებს ამ თვისების გამოვლენის მნიშვნელოვანებას. დადებითი ეფექტი: ადამიანს უჩნდება უნარი დაინახოს ნაკლოვანებები და სისუსტეები სხვებში და საკუთარ თავში, ანუ ადვილად შეუძლია ხელი შეუწყოს მათ აღმოფხვრას. შავი მთვარე აკეთებს აქცენტს ჩვენს ინდივიდუალობაზე, ადამიანი იმდენად ძლიერად გრძნობს თავისუფლებას თვისებების გამოვლენაში კონკრეტულ სფეროებში რომ მას უყალიბდება საკუთარი შეუზღუდავი ”სტილი” მოქმედებებსა და დამოკიდებულებებში. ნეგატიური ეფექტი: მყარი ილუზიების შექმნა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ფსიქიკაზე და ქცევაზე. ინერციული აზროვნების ჩამოყალიბება, საზოგადოებრივი აზრის გაუცნობიერებელი მითვისება და საკუთარ აზრად გასაღება. შავი მთვარე ადამიანს ჰპირდება საოცარ პერსპექტივებს, რომლებიც რეალობის აღქმას აკარგვინებენ. შავი მთვარე ქმნის ისეთ სიტუაციებს, სადაც ადამიანს უხდება სტერეოტიპებთან, ინერციულ საზოგადოებრივ აზროვნებასთან/შეხედულებებთან ბრძოლა, სადაც იგი თავისუფალია ყოველგვარ გადაწყვეტილებაში. ბუნებრივია, რომ ადამიანზე, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს ერთი და იგივე დამოკიდებულება და აზრი უნდა გააჩნდეს კონკრეტულ საკითხებზე შავი მთვარე ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახება. ხოლო იმ ადამიანისთვის, ვინც მზადაა დაინახოს საკუთარ თავში ნაკლი - შავი მთვარე სასარგებლოა. აბსურდული და პროვოკაციული სიტუაციები, რომლებსაც ქმნის შავი მთვარე შეიძლება დაძლეულ იქნას მოთმინების უნარით, გონივრულობით და სულიერებით. შავი მთვარის გამოვლინებები ხელს გვიშლიან ჩვენს განვითარებას როგორც ყოფით ასევე სულიერ დონეზე. შავი მთვარის ურთიერთქმედება სხვა ასტროლოგიურ სიმბოლოებთან იწვევს ”ენერგიათა” პოლარიზაციას, ორი უკიდურესობის შექმნას კონკრეტულ სფეროში, კონკრეტულ თვისებათა ნაკრების გამოვლენისას და კონკრეტული პლანეტარული პრინციპის რეალიზაციის დროს. შავი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში როდესაც ლილიტი ხვდება რომელიმე ზოდიაქოს ნიშანში იგი იწვევს ამ ნიშნის თვისებათა უკიდურეს გამოვლინებებს, რომლებიც შეიძლება გამოიხატოს როგორც ნიშნის აქტიურ (გაცემაზე ორიენტირებულ) მახასიათებლების გამოვლენაში, ასევე ნიშნების პასიურ (მიღებაზე ორიენტირებულ) მახასიათებლების გამოვლენაში. ანუ ან ხდება ზოდიაქოს ნიშნის თვისებების უკიდურესად გაზვიადებული ფორმით გამოვლენა, ან ხდება ამ თვისებებზე პარაზიტირება. შავი მთვარე აღვივებს ჩვენში მწვავე ემოციებს და სურვილებს, რომლებიც ხელს გვიშლიან ზოდიაქოს ნიშნის მახასიათებლების გონივრულ მართვაში. იგი მკვეთრ აქცენტს აკეთებს ზოდიაქოს ნიშნის თვისებების ერთ-ერთ პოლარულ გამოვლინებაზე. ეს არამარტო აძლიერებს ზოდიაქოს ნიშნის თვისებების უკიდურეს ფორმების გამოვლენას, არამედ ამახინჯებს კიდეც არქეტიპულ ზოდიაქალურ თვისებებს. როდესაც შავი მთვარე აძლიერებს ზოდიაქოს ნიშნის ძირითად პოლუსს (ცეცხლის და ჰაერის ნიშნებში - აქტიურს, ხოლო მიწის და წყლის ნიშნებში - პასიურს), ეს იწვევს ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გაზვიადებული ფორმით გამოვლენას. როდესაც შავი მთვარე ახშობს ზოდიაქოს ნიშნის ძირითად პოლუსს, ეს იწვევს ზოდიაქოს ნიშნის თვისებების დამახინჯებული, უკუღმართი ფორმით გამოვლენას. შავი მთვარე ასტროლოგიურ სახლებში შავი მთვარე ასტროლოგიურ სახლებში ისევე იქცევა როგორც ზოდიაქოს ნიშნებში, იგი აძლიერებს სახლების სფეროების მიმართ დამოკიდებულების აქტიურ და პასიურ პოლუსებს. როდესაც შავი მთვარე აძლიერებს აქტიურ პოლუსს, მაშინ ადამიანი ავლენს ჭარბ ინტერესს იმ სფეროების და პირობების მიმართ, რომელსაც განასახიერებს ეს სახლი. ხოლო როდესაც შავი მთვარე აძლიერებს პასიურ პოლუსს, მაშინ ადამიანი ამ სფეროების საზიანოდ იღებს გადაწყვეტილებებს, ადამიანი იჩენს გულგრილობას ამ სფეროების მოწესრიგების და მართვის მიმართულებით. ორივე შემთხვევაში შავი მთვარე ხელს გვიშლის ჩვენი თავის რეალიზებაში ასტროლოგიური სახლის სფეროებში, იგი გვაძლევს სრულ თავისუფლებას თვითგამოხატვაში, და ამ თავისუფლებაში ჩვენ ვკარგავთ რეალობის აღქმის უნარს და არაადექვატურად აღვიქვამთ არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობებს, მეტიც ხშირად საერთოდ ვერ ვხედავთ პრობლემებს ამ სფეროებში. ვინაიდან ოპოზიციური სახლები წარმოადგენენ ერთ ღერძს, შავი მთვარის ”ზეგავლენა” ვრცელდება საპირისპირო სახლებზეც. მაგალითად თუ შავი მთვარე იმყოფება 1-ელ სახლში, მისი ”ზემოქმედება” მე-7 სახლის სფეროებსაც შეეხება. შავი მთვარის ასპექტები პლანეტებთან ვინაიდან შავ მთვარეს არ გააჩნია ფიზიკური სხეული, შესაბამისად არ გააჩნია საკუთარი ენერგია, იგი მხოლოდ პლანეტებთან მჭიდრო კავშირით ახერხებს საკუთარი თავის რეალიზაციას, უკავშირდება რა პლანეტებს იგი ცვლის მათ ბუნებრივ თვისებებს. მისი ”ზემოქმედებით” პლანეტის გამოვლინებები თვისობრივ და მოვლენით დონეზე უფრო ინტენსიური ხდება. შავი მთვარე იწვევს პლანეტის თვისებათა პოლარიზაციას და პროვოცირებას უკეთებს მათი გამოვლენის აქტიურ და პასიურ პოლუსებს. თუ პლანეტა თავის სამფლობელოშია ან ეგზალტაციაშია, მაშინ აქტიურდება მისი ბუნებრივი პოლუსი, ხოლო თუ დაცემული ან ტყვეობაშია, მაშინ აქტიურდება ანტიპოდური პოლუსი. * ლილიტის (შავი მთვარის) განმარტებები არაერთგვაროვანია სხვადასხვა ასტროლოგიურ სკოლაში. ლილიტის სახელწოდება, მისი კავშირი მითოლოგიურ ლილიტთან, მისი ფერი - გახდა მისტიურად განწყობილი ასტროლოგების ხელში სპეკულაციის საგანი, ხშირად შეიძლება შევხვდეთ ლილიტთან დაკავშირებულ ფანტასტიკურ, ზღაპრულ და საბედისწერო დატვირთვის მქონე ინტერპრეტაციებსაც. სამწუხაროდ ასტროლოგების ნაწილი შავი მთვარის ფენომენს იყენებს ხალხის დაშინების და შემდეგ მართვის მიზნით. ლილიტის მნიშვნელობა ჰოროსკოპში აშკარად გაზვიადებულია, მას ისევე როგორც სხვა ფიქტიურ, ჰიპოტეტიურ პლანეტებს მეორეხარისხოვანი როლი გააჩნია პირადი რუკის ინტერპრეტაციის დროს. Share on other sites More sharing options...
yushimitsuswixli Posted 5 იანვარი, 2021 Posted 5 იანვარი, 2021 ლილიტზე ის ვიცი, ვიტჩერის უნივერსში რომ ცუდ ნიშნადაა მიღებული. ლილიტის ვარსკვლავი მოწყდა მგონი ცის კამარას და იმ ღამეს ვინც კი დაიბადა ქალური სქესის ყველას კლავდნენ. და რაც ყველაზე საინტერესოა არა რელიგიური ზილოტების წახალისებით ხდებოდა ეს ყველაფერი, არამედ მაგიკოსების ორდენის. ხოდა ეს ძალიან მაფიქრებს ჩვენს სოციუმზე... Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 6 იანვარი, 2021 Posted 6 იანვარი, 2021 22 საათის წინ, yushimitsuswixli said: ლილიტზე ის ვიცი, ვიტჩერის უნივერსში რომ ცუდ ნიშნადაა მიღებული. ლილიტის ვარსკვლავი მოწყდა მგონი ცის კამარას და იმ ღამეს ვინც კი დაიბადა ქალური სქესის ყველას კლავდნენ. და რაც ყველაზე საინტერესოა არა რელიგიური ზილოტების წახალისებით ხდებოდა ეს ყველაფერი, არამედ მაგიკოსების ორდენის. ხოდა ეს ძალიან მაფიქრებს ჩვენს სოციუმზე... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ტირანოზავრიკი Posted 14 ივნისი, 2021 Posted 14 ივნისი, 2021 On 12/24/2020 at 7:57 PM, Karma said: აგრეთვე გახსოვდეთ რომ ყოველთვის თქვენ ვერ იქნებით მართალი. დავაი რა ბიძაჩემო ამდენი მოვლით მძღნერიც კი აყვავდება და მე არ ავყვავდებოდი? (c)ქეთუ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი პერსონა Posted 11 ოქტომბერი, 2021 Posted 11 ოქტომბერი, 2021 ეს კი მართლა საინტერესოა. წინა ცხოვრებების გავლენა ან წარსულსა და მიმდინარეს შორის დანახვა, კავშირის დაჭერა პარალოგიკური წიაღსვლებით თუ ინტუიციით, ხდებოდა ჩემში. მეგონა ვფანტაზიორობდი. არც ვაქცევდი ყურადღებას. თურმე იგივეზე საუბრობს ასტროლოგიაც და ეძახის მას "ლილიტს". მგონი სულ ტყუილად მკიდია ასტროლოგია ფეხებზე. სინამდვილეში არ მკიდია ალბათ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Katie Posted 2 დეკემბერი, 2021 Posted 2 დეკემბერი, 2021 აუ ერთი ამ ჩემი ლილიტის დედაც რააა მეთქი რა მავიწყდებათქო დღეს და ამ წამს გამახსენდა, რომ მჟავე კიტრი არ მიყიდია 'nothing ever happened, not even this' Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა