Guest Georgia Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირმა, სადაც პირველი და მეორე დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლას დაეთმობა. ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. ბუდაპეშტში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვიდა და მათგან ოქროს მედლისთვის მხოლოდ ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებს. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გასვლით ნაკრებს ოლიმპიური ლიცენზიაც მოუპოვა. კენჭაძე ნახევარფინალში ბულგარელ ალი უმარპაშაევს დაუპირისპირდა. შეხვედრის დასაწყისში ნიკამ მეტოქეს ექვსი ქულის აღების საშუალება მისცა და თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მალევე გამოასწორა მდგომარეობა. ჯერ ოთხი ქულის აღება შეძლო, ხოლო შემდეგ მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. 74 კგ კვალიფიკაცია ავთანდილ კენჭაძე-დენის პავლოვი (უკრაინა) 14:4 1/8 ფინალი ავთანდილ კენჭაძე-რაირ ალიხანიანი (სომხეთი) 10:2 1/4 ფინალი ავთანდილ კენჭაძე-გაორგიოს კუგიუმციდისი (საბერძნეთი) 14:9 1/2 ფინალი ავთანდილ კენჭაძე-ალი უმარპაშაევი (ბულგარეთი) (სუფთა გამარჯვებით) ფინალი ხვალ, 19 მარტს გაიმართება. The post თავისუფალი ჭიდაობა | კენჭაძე ფინალში გავიდა და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა