Guest Karma Posted 24 დეკემბერი, 2020 Posted 24 დეკემბერი, 2020 მთვარე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში თხის რქის ნიშნის ძალა განსაკუთებულ ზეგავლენას ახდენს კანზე, მუხლებსა და მთლიანობაში ჩონჩხზე. იმ დღეებში, როდესაც მთავრე იმყოფება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, ყველაფერი ექვემდებარება ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობას. თხის რქის ნიშანში მთვარის დროს, სასარგებლოა წესრიგის დამყარება, ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენა. მხოლოდ იმ პრობლემით იყავით დაკავებულნი, რომლებიც მოითხოვს ნათელ აზროვნებას. მთავრე თხის რქაში ხელს გიწყობთ არასაცხოვრბელი შენობების, ანტიკვარიატის შეძენაში. რეკომენდებულია სამკურნალო შიმშილობის ჩატარება. არასასურველია ოპერაციები, რომლებიც ძვლებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მუხლების სახსრებთნ. თუ განსაკუთრებული ტკივილი არ გაწუხებთ, გირჩევთ ექიმთან ვიზიტი სხვა დროისთვის გადადოთ.მთვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. მერწყულის დღეების ენერგია განსაკუთრებულ ზეგვალენას ახდენს ბარძაყების ქვედა ნაწილსა და კოჭის სახსრებზე. ეს ხელსაყრელი პერიოდია წყლის ყველანაირი პროცედურებისთვის. მერწყულის დღეებში სასარგებლოა ფიზიკური დატვირთვა. როდესაც მთავრე იმყოფება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ჩვენ თავს ვგრძნობთ თავისუფლად და არაორდინარულად. ქვეცნობიერად მივილტვით რაღაც ახლისკენ და არაჩვეულებრივისკენ. მთვარე მერწყულში - ხელს გიწყობთ ელექტროტექნიკის, კომპიუტერების, ყოველივე ახლის და არაორდინარულის შეძენაში. არასასურველია სისხლ-ძარღვებზე ოპერაციები თავის ქალის არეში.მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში ამ დღეებში მწვავდება ინტუიცია, ეს არის გონების განათების დრო. მაგრამ ამ მდებარეობას უკუმხარეც აქვს – მეტისმეტი მგრძნობიარობა და სენტიმენტალურობა და, შესაბამისად – გულჩვილობა და გადაჭარბებული მიმნდობლობა. იმ დღეებში, როდესაც მთვარე თევზებში იმყოფება, ჩვენ ვხდებით რომანტიულები და მეოცნებეები. მთავრე თევზებში ხელს გიწყობთ სამედიცინო პრეპარატების და ქიმიური რეაქტივების შეძენაში. განგაწყობთ ქველმოქმედებისკენ და მეცენატობისკენ, მაგრამ უფრთხილდით მოტყუებასა და თაღლითობას. არასასურველია ისეთ მკურნალობის მეთდები, რაც გავლენას ახდენს ლიმფატიკურ სისტემაზე, ასევე ქირურგიული ოპერაციები ლიმფატიკურ კვანძებზე, ჯირკვლებზე, ენდოკრინულ სისტემაზე. არაა რეკომენდებული გრძნობის ორგანოებზე ოპერაციის გაკეთება, ღვიძლზე და ფეხებზე. ამ პერიოდში მგრძნობიარეა კანი, იზრდება ალერგიის საფრთხე.მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ვერძის ნიშანში მთავრის ყოფნის პერიოდში თავი უნდა ავარიდოთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. ვერძის ნიშანი ასევე მოქმედებს თვალებზეც, ამიტომაც არ ღირს მათი ზედმეტად გადაღლა. მთვარე ვერძში ხელს გიწყობთ ავტომობილის და სხვა ტექნიკის ყიდვაში. პრეზენტაციები ჩაივლის ბრწყინვალედ, ხოლო შედეგებმა სპორტულ შეჯიბრებებში, შესაძლოა, გადაჭარბოს ყოველ მოლოდინს. არაა რეკომენდებული თავის არეში ოპერაციის დაგეგმვა, ასევე აქტიური მკურნალობა. არასასურველია შიმშილობა და მწარე საკვების მიღება. როდესაც მთვარე იმყოფება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, თმის შეჭრა არასასურველია.მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმ პერიოდში, როდესაც მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება, არაა რეკომენდებული კბილის ექიმთან მისვლა. ამ პერიოდში სასარგებლოა სხვადასხვა ინჰალაციის გამოყენება და ყელში გამოვლება. კუროს ჩვენს ცხოვრებაში შემოქვს გარკვეული სიმშვიდე. ჩვენ იოლად ვხდებით მსუბუქად ფლეგმატურები და წამოსადგომად მძიმენი. კუროში მთვარის ყოფნის პერიოდში სასარგებლოა ყოველდღიური საოჯახო საქმეების კეთება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში თქვენ კარგად და ნოყიერად იკვებოთ. როდესაც მთვარე ხვდება კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ძლიერ გავლენას გრძნობს ყბები და კისერი. კოსმეტოლოგიური სალონში ვიზიტი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება კუროს ნიშნის ქვეშ. მთვარე კუროში – შესანიშნავი დროა საუცხოო ნივთებისა და სამკაულების შეძენისთვის. ხელს გიწყობთ საქონლის და საყოფაცხოვრებო პროდუქციის შეძენაში, ბაღში მუშაობაში. კულინარიული კერძები განსაკუთრებით გემრიელად გამოგივათ. არასასურევლია ქირურგიური ჩარევა ყელის არეში.მთვარე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში ხელსაყრელი დროა ღვიძლზე სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად, ასევე ბარძაყების არეში ოპერაციების ჩასატარებლად. ტყუპების იმპულსი გავლენას ახდენს მხრებზე, ხელებსა და ფილტვებზე ფილტვებზე. ტყუპებისთვის – ესაა დრო არასტანდარტული ქმედებებისთვის და მოულოდნელი გადაწყვეტილებებისთვს. მთვარე ტყუპებში – შესაფერისი დროა, რათა დაწეროთ წერილი. საქმიანი კონტაქტები ამ დღეებში ადვილად ფუძნდება. იქმნება სასურველი სიტუაცია ყოველგვარი აზრების გადაცვლისთვის, ურთიერთობისთვის. სასურველია ნაკლებად მოსწიოთ და, შეძლებისდაგვარად, თავი შეიკავოთ ყავისგან.მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში ამ დღეებში რეკომენდებულია ქვებისა და შლაკების გამოდევნის მიზნით ჩატარებული პროცედურები. შეიძლება კბილების ამოღება და მკურნალობა, პროთეზების ჩაყენება. მიზნობრივია ოპერაციები ფეხებზე, მუხლებსა და კოჭებზე. კირჩხიბის თანავარსკვლავედი – მთვარის სავანეა, რამეთუ ის მის „მმართველს“ წარმოადგენს. ამიტომაც, მთვარის გავლენა მეტად ძლიერია სწორედ ამ შუალედში. მთავრე კირჩხიბში გავძლევს გამწვავებულ ინტუიციას, მომეტებულ მგრძნობელობას. ამ პერიოდში არაფერი გააკეთოთ დაუფიქრებლად, ნურაფერს გარისკავთ. თუ თქვენ ინტუიციას უგდებთ ყურს, ის არ გიღალატებთ. მთვარე კირჩხიბში ხელს გიწყობთ კვების პროდუქტების, სამელების ყიდვაში. ხელსაყრელი დროა, რთა შეიძინოთ საცხოვრებელი სახლი ან მიწის ნაკვეთი. უმჯობესდება მადა და ქვეითდება ყურადღება. მეტად არასასუველია ქირურგიული ჩარევა კუჭის არეში, ქალებში – მკერდის არეში.მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანში ამ დღეებში შესაძლებელი ხდება ბევრი საქმის კეთება. გვიჩნდება ჩვენს ძალებში თავდაჯერებულობა. ლომის დღეები განსაკუთრებულად კარგია ზეიმებისთვის და მხიარულობისთვის. ლომის დღეები ძლიერ ზეგავლენას ახდენენ გულზე და სისხლის მიმოქცევაზე, ასევე ზურგზე, დიქფრაგმასა და თმებზე. ლომის ნიშნის ქვეშ შეგიძლიათ ჩაიტაროთ სამკურნალო ნებისმიერი პროცედურა სისხლძარღვთა ყველა დაავადებაზე და ნერვული სისტემის დაავადებებზე. რეკომენდებულია წვივების, სახსრების, მხედველობის ორგანოების მკურნალობა. მთვარე ლომში - ხელს გიწყობთ ძვირფასეულობის, ოქროს და პრესტიჟული ნივთების შეძენაში. ხელსაყრელი დროა პრეზენტაციისთვის, მაღალი წრის რაუტებისა და დარბაზობისთვის. აღინიშნება გაძლიერებული დაღლილობა, გადამეტებული ფიზიკური დაძაბულობა შესაძლოა აისახოს გულის მოქმედებაზე. გირჩევთ გადადოთ ოპერაცია გულზე და ხერხემალზე.მთვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ქალწულის ნიშნის განსაკუთრებული ძალა გავლენას ახდენს მუცელზე და, უპირველეს ყოვლისა, კუჭის მოქმედების ორგანოებზე. შეგიძლიათ ჩაიტაროთ პროცედურები ღვიძლის გასუფთავების მიზნით, უმკურნალოთ კანს. ეს დრო ასევე ხელსაყრელია კოსმეტიკური პროცედურებისთვის და პლასტიკრუი ოპერაციებისთვის მოსამზადებლად. თავად პლასტიკური ოპერაცია კი, მიზანშეწონილია სასწორის ზოდიაქოს ნიშანში მთვარის ყოფნისას ჩატარდეს. ქალწულის ამ დღეებში მრავალი ადამიანი ხდება რაციონალური და პრაქტიკული. როდესაც მთვარე იმყოფება ქალწულის ნიშანში, უმჯობესია გადაწყვიტოთ ყოველღიური პრობლემები, შეასრულოთ ჩვეული ყოველდღიური საქმეები. მთვარე ქალწულში ხელს გიწყობთ ინსტრუმენტების, სასუქების, შინაური ცხოველების შეძენაში. ისეთ საკითხებში გმფარველობთ, რაც ეხება, ასე ვთქვათ „ნოუ–ჰაუს“ შეძენას. ხელსაყრელი დროა ვაკანტურ ადგილებზე მომსახურე პერსონალის მისაღებად. ასევე ღირს - სახლის დალაგებას და პირად ჰიგიენას მოჰკიდოთ ხელი. ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მოქმედებას. გირჩევთ გადადოთ ოპერაცია მუცლის ღრუს არეში.მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში სასწორის ძალები გავლენას ახდენენ, უპირველეს ყოვლისა, ბარძაყებზე, შარდის ბუშტზე და თირკმელებზე. შეგიძლიათ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, ამოიღოთ კბილები, იმკურნალოთ ყურებზე. სწორედ სასწორის ამ დღეებში გმართებთ ზედმეტი წონის მოსაცილებლად პროცედურების დაწყებაც. სასწორის ნიშანს ახასიათებს წონასწორობა, სიმშვიდე, ჰარმონია. ადამიანები ამ პერიოდში შეუმეცნებლად ისწრაფვიან სილამაზისკენ და დახვეწილობისკენ... სასწორში მთავრის ყოფნის პერიოდში, სხვებთან საერთო ენის გამონახვა განსაკუთრებით ადვილია. მაგრამ ამავე დროს, ადამიანები მერყეობისკენ, ეჭვებისკენ არიან მიდრეკილნი. ეცადეთ თავი აარიდოთ ნებისმეირ გარჩევებს ურთიერთობებში. დღეები ხელსაყრელია ხელოვნების ნიმუშების შეძენისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და მაღალი წრის დარბაზობებისთვის. რეკომენდებულია არ დაიგეგმოს ოპერაციები თირკმელებზე, შარდის ბუშტზე, ელენთაზე. აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე ჰორმონალური პრეპარატების მიღებისას.მთვარე ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშანში ღრიანკალის ნიშანში მთვარის ყოფნის პერიოდში, შეიძლება ენდოკრინული სისტემის (წინამდებარე ჯირკლის გარდა), ყელის, ზევითა სასუნთქი გზების მკურნალობა, შეგიძლიათ ამოიკვეთოთ გლანდები, ადენოიდები, უმკურნლაოთ ჰაიმორიტს, სურდოს, რინიტს. ზოდიაქოს არცერთი ნიშანი არ ახდენს ასეთ დიდ გავლენას სასქესო ორგანოებსა და შარდგამომყოფ ორგანოებზე, როგორც ღრიანკალი. როდესაც მთვარე იმყოფება ღრიანკალის ზოდიაქოს ნიშანში, იზრდება დაძაბულობა, ისტერიულობა, ემოციური არასტაბილურობა. ადამიანები ხდებიან ნერვიულები და გაღიზიანებულები. ამ პერიოდში უნდა მომართოთ გონება პოზიტიურ აზრებზე. მთვარე ღრიანკალში – ხელსაყრელი დროა (ნედლეულის ), ორგანული სასუქების შესყიდვაზე. თუ თქვენ დიდი ხანია აპირებთ რემონტის დაწყებას – ზუსტად რომ დროა დაიწყოთ იგი. გირჩევთ არ დაიწყოთ ურთიერთობების გარჩევა – შედეგი შეიძლება იყოს ყველაზე მოულოდნელი. საკმაოდ არასასურველია ოპერაციები სასქესო ორგანოებზე და პირდაპირ ნაწლავზე, ასევე ცხვირის არეში.მთავრე მშვილდოსანის ზოდიქოს ნიშანში მთვარე მშვილდოსანის ზოდიაქოს ნიშანში ხელს უწყობს მაღალ განსწავლულობას. ამ პერიოდში ჩვენ ადვილად ვითვისებთ ინფორმაციას და ვღებულობთ შესაძლებლობას - გადავცეთ ეს სხვებს. იზრდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი. მშვილდოსანის დღეები განსაკუთრებულად მნშვნელოვანია ხერხემლისთვის და ბარძაყების ზედა ნაწილისთვის. მშვილდოსანი – აქტიური დაჯერებული მოქმედებების დროა. ასევე ძალინ მნიშვნელოვანია ამ დღეებში ამპარტავნებას არ მიეცეთ. პერიოდი ხელს უწყობს იმპორტული ფართომოხმარების საყიდლებს, ასევე, სერიოზული და იშვიათი ლიტერატურის შეძენას. არაა რეკომენდებული ოპერაციის გაკეთება ბარძაყების არეში, ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე და, ასევე არაა რეკომენდებული სისხლის გადასხმა. Share on other sites More sharing options...
yushimitsuswixli Posted 5 იანვარი, 2021 Posted 5 იანვარი, 2021 ეგ ხომ მარტივი არის? უნდა შევადგინოთ მატრიცა, 12x5 პირველი სვეტი შედგება ჩვენი ზოდიაქოსგან (1-12 ზოდიაქოს კალენდრის მიხედვით) მეორე სვეტი შედგება ჩვენი სახელისა და გვარის რიგის მიხედვით მომდინარე ასოების ალფაბეტური რიგის რიცხვითი მნიშვნელობების დაჯამებით. მაგ.: ანა ალასანია - 1+1=2; 13+11=24; 1+1=0; 0+18=18; 0+1=1, 0+13=13; 0+9=9; 0+1=1; დანარჩენ 4 მწკრივში გვექნება 0-ები. მესამე სვეტი შედგება მზეში ვართ ამჟამად, მთვარეში, მარსში თუ რომელ ციურ სხეულში. რიცხვითი მნიშვნელობა აიღება შემდეგ ნაირად - მზე 0 და ყოველი მზის გარშემო მბრუნავი ციური სხეული ერთით იმატებს, უახლოესიდან უშორესამდე მეოთხე სვეტი შედგება ჩვენი ძუძუს ზომიდან(0 90 კგ-ს ქვემოთ კაცებისთვის) ყველა მწკრივში და მეხუთე სვეტი ჩვენი ფეხის ზომა ყველა მწკრივში. მერე ტრანსპოზირება, დეტერმინანტის განსაზღვრა და ტრანსპოზირებული მატრიცის დეტერმინანტზე გადამრავლება და e რიცხვის მიღებული მნიშვნელობით ახარისხება, შეფარდებული ჩვენი წლოვანების ნატურალურ ლოგარითმთან. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ცხენესი Posted 29 დეკემბერი, 2021 Posted 29 დეკემბერი, 2021 On 1/5/2021 at 2:59 PM, yushimitsuswixli said: და მეხუთე სვეტი ჩვენი ფეხის ზომა ყველა მწკრივში. მერე ტრანსპოზირება, დეტერმინანტის განსაზღვრა და ტრანსპოზირებული მატრიცის დეტერმინანტზე გადამრავლება და e რიცხვის მიღებული მნიშვნელობით ახარისხება, შეფარდებული ჩვენი წლოვანების ნატურალურ ლოგარითმთან. შენ ყოფილხარ ადამიანი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა