Jump to content
×
×
  • Create New...

თსუ-მ კონკურენტ „თელასთან“ ფრე ითამაშა – ფუტსალის ლიგაში მეშვიდე ტური დასრულდა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ფუტსალის ლიგაში მე-7 ტურის შეხვედრები გაიმართა – სამივე მატჩი საინტერესო გამოდგა, ჩემპიონატის ფავორიტების დაპირისპირებამ კი გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

ახალი სპორტის სასახლეში გამართულ ტურში პირველად ერთმანეთს „ილიაუნი“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) დაუპირისპირდნენ. „ილიაუნმა“ თამაში კარგად დაიწყო და კახა მაისაიას ავტოგოლით (5) და საბა მაჩიტიძის (28) გოლებით მეორე ტაიმის ნახევრისთვის 2:0-ს იგებდა. ამის შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თამაში შემოატრიალა და 6:2 მოიგო. გიორგი ღავთაძემ (30, 40, 40) ჰეთ-თრიქი შეასრულა, ლევან კობაიძემ (30, 31) – დუბლი, ერთი გოლიც შოთა ჭანუყვაძის ანგარიშზეა (40). აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებმა ბოლო წუთზე სამი გოლის გატანა მოახერხეს.

თელასი-ჯორჯიანსი“ გათამაშების ლიდერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს, თსუ-ს დაუპირისპირდა. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე „თელასის“ შემტევმა დავით ხეჩიკაშვილმა ძალიან ლამაზი სოლო-რეიდის შედეგად გახსნა – საკუთარ კართან გადაცემა ჩაჭრა, მეტოქეები სისწრაფეში ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა. მაგრამ მატჩის დასრულებამდე 41 წამით ადრე თსუ-მ წონასწორობა მურთაზ კაკაბაძის გოლით მაინც აღადგინა და საბოლოოდ – 1:1.

ფუტსალის ლიგის ტური „თბილისისა“ და პსპ-სა სანახაობრივი დაპირისპირებით დასრულდა, რომელიც პირველი მატჩის სცენარით წარიმართა. „თბილისი“ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ, 4:5 დამარცხდა. გამარჯვებული პსპ-დან დუბლი ნიკოლოზ კოპლატაძემ (24, 28) შეასრულა, 1-1 გოლი ლევან სვანიძისა (18), ნიკა კურტანიძის (20) და გიორგი ზუნტუროვის (26) ანგარიშზეა. „თბილისიდან“ კი თავი გამოიჩინეს მელიტონ ახალაიამ (2), ოთარ ბერეჩიკიძემ (9), ბექა ტუღუშმა (30) და გიორგი დიაკვნიშვილმა (40).

 

ფუსტალის ლიგის სატურნირო ცხრილი

  1. თსუ – 7 – 19
  2. თბილისი – 7 – 13
  3. თელასი – 7 – 11
  4. კსუ – 7 – 8
  5. პსპ – 7 – 7
  6. ილიაუნი – 7 – 1

The post თსუ-მ კონკურენტ „თელასთან“ ფრე ითამაშა – ფუტსალის ლიგაში მეშვიდე ტური დასრულდა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share