Guest Georgia Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ფრანგული კლუბები ფეხბურთელებს (მათ შორის „ვალანსიენი“ ჯაბა კანკავას) ეროვნულ ნაკრებებში არ გაუშვებდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არ დაადასტურეს. „ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა და მის გამომგზავრებასთან დაკავშირებით, რეალურად, საკითხი არც დამდგარა. მის კლუბს ასეთი პრობლემა არ შეუქმნია“ – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს ფეხბურთის ფედერაციაში. მსგავსი: ვილი სანიოლი - კანკავა უახლოეს სამ მატჩში კაპიტანი იქნება, მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს #1TVSPORT შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მარტის სამ შეხვედრაში ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს არ დახმარებოდა. „საფრანგეთის ორი წამყვანი საფეხბურთო ლიგის (ლიგა 1, ლიგა 2) კლუბებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებზე არ გაუშვან. ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს ევროკავშირის საზღვრებისა და ევროპის ეკონომიკური ზონის დატოვება მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში პანდემიის გამო ეკრძალებათ“, – ეს ინფორმაცია საფრანგეთის პროფესიული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ბუნებრივია, ეს ამბავი უშუალოდ შეეხებოდა საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჯაბა კანკავას, რომელიც ლიგა 2-ის „ვალანსიენში“ დეკემბერში გადავიდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. სამივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. The post კანკავა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა – ფრანგულ კლუბს კაპიტნისთვის პრობლემა არ შეუქმნია #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა