Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების საბჭოს შექმნას პროტესტი მოჰყვა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებმა და აქტივისტებმა 18 მარტს პარლამენტის შენობის უკან მცირემასშტაბიანი აქცია გამართეს, სადაც პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების საბჭოს შექმნა გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორი იყო პლატფორმა სალამი, რომელიც 15 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 17 მარტს გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანაავტორია. მათი თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილება საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ ჯგუფებს დიასპორად განიხილავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება „აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას და ინკლუზიური, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს არსებითად აზიანებს და უკან ხევს“.

აქციის მონაწილეები, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და სანაცვლოდ საკონსულტაციო საბჭო ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე ჩამოაყალიბოს, რომლის პირდაპირი ამოცანაა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ამ მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაზე მონიტორინგი.

მათ ინიციატივის ავტორებს პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და უფლებადამცველების უფრო ფართო ჩართულობისკენ მოუწოდეს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share