Guest Merlin Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 18 მარტს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მესამე კურსის კადეტები. კადეტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. საინფორმაციო შეხვედრაზე კადეტები აკადემიაში არსებულ საბაკალავრო პროგრამებს, მიღების პირობებსა და იუნკერების დღის განრიგს გაეცნენ. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კადეტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა