Guest Georgia Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩზე გულშემატკივრების დაშვებას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. დღეს, 18 მარტს გაირკვა, რომ სტადიონზე ადგილების 30 პროცენტი შეივსება. პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. „ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების წლის პირველ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ჩვენთვის ქომაგის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს. უეფა-ს რეგულაციით სტადიონის ტრიბუნების 30 პროცენტი შეიძლება შეივსოს და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. „დინამო არენაზე“ მაყურებლების 30% გულისხმობს 15 500 გულშემატკივარს. ამ საკითხზე კიდევ უფრო დაწვრილებით მომდევნო კვირაში გავიგებთ – ზუსტ გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში ორშაბათს მიიღებენ.“ დავით მუჯირმა 9 საათის შემდეგ გადაადგილებაზეც ილაპარაკა: „საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 20 საათზე დაიწყება. თუმცა ბილეთები გაიყიდება პირადობით და ბილეთების მფლობელებს 12 საათამდე ექნებათ გადაადგილების უფლება”. The post პრესკონფერენცია | დავით მუჯირი – მათ, ვისაც ესპანეთთან მატჩის ბილეთი ექნება, ღამის 12 საათამდე შეეძლება გადაადგილება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა