Guest Merlin Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 ქუთაისში დისტანციურ სწავლების რეჟიმში 1668 მოსწავლეა, რაც სკოლების გახსნის პირველ ეტაპთან შედარებით მნიშვნელოვნადაა შემცირებული. “დისტანციურ სწავლებაზე ჩართული მოსწავლეების რაოდენობა იკლებს. სწავლის დაწყებიდან პირველ ეტაპზე 2 250 მოსწავლე იყო, მერე 2220 -მდე და ახლა – 1668. ნელ- ნელა წამოვედით კლებისკენ”, – ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. ქუთაისში სრულ დისტანციურ რეჟიმზე არც ერთი სკოლა არ არის გადასული. მხოლოდ რამდენიმე კლასი, თუმცა რესურსცენტრში ზუსტ მონაცემებს ვერ ამბობენ, რადგან ინფორმაცია ცვალებადია. “იმდენად ცვალებადია მონაცემები რომ არ გვაქვს ზუსტი ციფრი. პირველ ცვლაში შეიძლება სხვა მონაცემი გვქონდეს და მეორე ცვლაში მოგვემატოს კლასების რაოდენობა“, – ამბობს მაია ცქიტიშვილი. ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა. წყარო: kutaisipost Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა