Jump to content
×
×
  • Create New...

საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე – გუნდებს მილიონნახევარი ევროც რომ ჰქონდეთ, იმდენად ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, ბევრს მივაღწევთ​ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ლიგის გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბიჭები საქმეში სულს და გულს დებენ, მაგრამ სახელმწიფოს სახსრები საკმარისი არაა. თუ გვერდში უფრო სერიოზულად არ დაუდგებიან, საქმეს არ ეშველება. ნელ-ნელა ვიძირებით.

კარგია, რომ ვილი სანიოლი ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს იწვევს. ახლახან შეკრებაზე ყაზახებს შევხვდით და ჩვენზე ბევრად მდიდარ გუნდს აშკარად ვაჯობეთ. ყაზახეთში 5 მილიონ ევროზე მცირე ბიუჯეტი გუნდს არ აქვს. 3 მილიონს სახელმწიფო აძლევს და თუ ევროტურნირებზე თამაშობს, დაფინანსება ორმაგია.

საქართველოში ლიდერ გუნდებს 3-4 მილიონი ევრო რომ ჰქონდეს, დანარჩენებს კი 1-1,5 მილიონი, იმდენად ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, ძალიან ბევრს მივაღწევთ.“

The post საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე – გუნდებს მილიონნახევარი ევროც რომ ჰქონდეთ, იმდენად ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, ბევრს მივაღწევთ​ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   184 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 184 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(20)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(1)