Jump to content
×
×
  • Create New...

ლეო, „ბარსელონას“ უყვარხარ – ჟოან ლაპორტამ მესის მიმართა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ჟოან ლაპორტა ოფიციალურად შეუდგა „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას. სპეციალურ ცერემონიაზე ის სიტყვით გამოვიდა, რომელშიც გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი ახსენა. არგენტინელი ფეხბურთელი ცერემონიის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

„შევეცდები დავარწმუნო ლეო კლუბში დარჩენაზე. ბოდიში, ლეო, მაგრამ გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია. მან იცის ამის შესახებ. შევეცდებით მის დარწმუნებას, რადგან საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში. ლეო, მიყვარხარ და „ბარსელონასაც“ უყვარხარ. ჩვენი სტადიონი ბოლომდე რომ ივსებოდეს, დარწმუნებული ვარ, შენ წასვლას ვერ შეძლებდი. ეს ამ წყეული პანდემიის კიდევ ერთი პრობლემაა! როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ მას მივიღებთ, მაგრამ შევეცდებით მის შენარჩუნებას“, – განაცხადა 58 წლის ლაპორტამ.

„ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები 7 მარტს გაიმართა. ლაპორტამ ხმების 54.28 პროცენტი მიიღო და გაუსწრო ვიქტორ ფონტსა და ტონი ფრეიშას.

ჟოან ლაპორტა „ბარსელონას“ პრეზიდენტი იყო 2003-10 წლებში და კლუბმა მასთან ერთად 12 ტიტული მოიგო.

❝I love you, and Barça also loves you.❞
— Joan Laporta's message to Leo #Messi pic.twitter.com/PZUOhgt5c9

— FC Barcelona (@FCBarcelona) March 17, 2021

The post ლეო, „ბარსელონას“ უყვარხარ – ჟოან ლაპორტამ მესის მიმართა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share