Jump to content
×
×
  • Create New...

რამდენად უსაფრთხოა სკოლები პანდემიის პირობებში – თბილისის რომელი სკოლები შეამოწმა ომბუდსმენის აპარატმა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ახალი კორონავირუსის (COVID 19) პირობებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მზაობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საჭიროებების გამოსავლენად, 2021 წლის 22-25 თებერვალს, თბილისში მდებარე 21 საჯარო სკოლის მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგი ჩატარდა სსიპ ქ. თბილისის N151, N98, N122, N155, N100, N21, N129, N14, N4, N6, N118, N171, N161, N162, N61, N115, N32, N90, N179, N176, N138 საჯარო სკოლებში.

“გამოვლინდა რიგი გამოწვევები, რომელთა პრევენცია და აღმოფხვრაც მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ შემოწმებული სკოლები მეტწილად პასუხობს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს, თუმცა გამოიკვეთა სანიტარულ-ჰიგიენური, ინფრასტრუქტურული მოწესრიგების, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის, საპირფარეშოების მოწყობისა და დისტანციის დაცვის პრობლემები. შემოწმებული საჯარო სკოლების ნაწილში საჭიროა სანიტარული კვანძებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც, რათა სრულყოფილად იქნეს შესაძლებელი ჰიგიენური ნორმების დაცვა.

აღმოჩნდა, რომ იმ 21 სკოლიდან, რომლებშიც მონიტორინგი განხორციელდა, 2020-2021 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ სკოლაში იყო ჩატარებული სასმელი წყლის უვნებლობისა და უსაფრთხოების მიკრობიოლოგიური კვლევა. ასევე, ძირითადად, სასმელი წყალი ბავშვებს პლასტმასის ბოთლით სახლიდან დააქვთ ან სკოლის საპირფარეშოებიდან იღებენ. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჭიროა ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, რათა მოსწავლეებისათვის სასმელად ვარგისი წყალი ყველა სკოლაში იყოს ხელმისაწვდომი”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პანდემიის პირობებში მოსწავლეთა მხრიდან სკოლის მიტოვების მაჩვენებელი გაიზრდება“

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share