ფორუმელი Moor Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 მარტის განცხადებით, სამართალდამცველებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისზე პნევმატური იარაღიდან სროლისთვის ერთი პირი დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმართულებით ავტომობილიდან ისროლა და პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბანერი დააზიანა. ამავე ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის ბინის ჩხრეკისას პნევმატური იარაღი, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინციდენტი გუშინ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრამდე მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მომხდარში მმართველი გუნდი დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული ოცნება ოპონენტებს ერთი მხრივ დიალოგისკენ მოუწოდებს და მეორე მხრივ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმას აორგანიზებს. ბრალდებები უარყო ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრები საკუთარ ოფისებს თავს თავად ესხმიან და შემდეგ ამაში ქართულ ოცნებას ადანაშაულებენ. ასევე წაიკითხეთ: შსს-მ ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისზე თავდასხმისთვის ოთხი პირი დააკავა სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა