Jump to content
×
×
  • Create New...

unicef საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტურობისთვის 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს იწყებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ევროკავშირი საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის იწყებს, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი unicef, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით განახორციელებს. პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ სამწლიანია და მისი მიზანია მთავრობას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში დაეხმაროს.

“ევროკავშირი მოხარულია კვლავ ითანამშრომლოს გაეროს ბავშვთა ფონდთან და ამჯერად დაეხმაროს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, განხორციელებაში. ჩვენი ერთობლივი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვებს გადავიდნენ ინსტიტუციებიდან ოჯახურ გარემოში და გააძლიერებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. პროექტი ინტენსიურად იმუშავებს ადგილობრივ მთავრობებთან და მუნიციპალურ სოციალურ მუშაკებთან, რათა დაუცველ ბავშვებს და ოჯახებს ხელი მიუწვდებოდეთ აუცილებელ მომსახურებებთან. ბავშვთა უფლებები, ისევე როგორც სხვა უფლებები, არ ექვემდებარება გადახედვას. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებთან ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

Unicef- საქართველოს ინფორმაციით, პროექტი გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით. დაეხმარება მოქალაქეებს, თემებს, პროფესიონალებს და მშობლებს ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდების გამოყენებაში, რაც ასევე მოიაზრებს ბავშვთა უფლებების პატივისცემას. ეს გულისხმობს გოგონების და ბიჭების უფლებას, იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, რომელიც თავისუფალია ძალადობისგან, სადაც ბავშვებმა იციან საკუთარი უფლებები და ამ უფლებებით სარგებლობა.

მართლმსაჯულების სისტემაში დაამკვიდრებს ბავშვზე მორგებულ მიდგომას ყველა ბავშვისთვის, ვინც არის კონტაქტში კანონთან, დაზარალებულ/დანაშაულის მოწმე ბავშვების და ოჯახებიდან განცალკევებული ბავშვების ჩათვლით. გააძლიერებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს, რათა განხორციელდეს დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი რეფერირების პროცედურები და ხარისხიანი პროგრამები რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის, კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და განრიდების პროგრამის მონაწილე ბავშვებისთვის.

კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შეუქმნა ბავშვებს და ოჯახებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და მოსალოდნელი სამუშაოს დაკარგვა კიდევ უფრო ზრდის ოჯახების დაუცველობას და რისკს ბავშვებისთვის.  საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ეს პროექტი მხარს დაუჭერს ბავშვების უფლებების დაცვას პანდემიის დროს და მისი დასრულების შემდეგაც.

რამდენად ქმედითია ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი? – სასამართლომ ბავშვების პირველი დამოუკიდებელი სარჩელი არ მიიღო

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   231 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 231 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • Chrome(20)
    • YandexBot(1)