Jump to content
×
×
  • Create New...

სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო საქმეების 3% არასრულწლოვნებს ეხება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა 3% არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ეხება, რაც გულისხმობს იმას, რომ უწყების წარმომადგენლებს პერიოდულად არასრულწლოვანთა გამოკითხვა უხდებათ.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვები კი, მათ ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომას და გარემოს საჭიროებენ, მით უფრო, როდესაც არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში, პირველი სპეციალური სივრცე, ბავშვზე მორგებული გარემო მოეწყო. უწყების ცნობით, ოთახის მდებარეობა და აღჭურვილობა მაქსიმალურად ამცირებს ბავშვის გამოკითხვის პროცესში მასთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობას, უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და ქმნის არასრულწლოვნისთვის ნაკლებად სტრესულ და უსაფრთხო გარემოს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, არასრულწლოვანთა მონაწილეობით განხორციელებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები ერთვებიან. ამასთან, სამსახური გამოძიების პროცესში აქტიურად უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგის მონაწილეობას. ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობის პროცესი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა ოფისებშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსჯავრდებულ მოზარდთა სტატისტიკა ზრდადია – გასული 5 წლის მონაცემები

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share