Jump to content
×
×
  • Create New...

“ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია”


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

http://www.ambioni.ge/files/vakcinacia.jpeg

“ბოლო პერიოდში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ აზრთა სხვადასხვაობიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია.

დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით, საიდანაც ვკითხულობთ:

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   184 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 184 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(20)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(1)