Jump to content
×
×
  • Create New...

"უტა2015-მა" 504000-ის ტენდერები მოიგო


Recommended Posts

  • ფორუმელი
"უტა2015-მა" 504000-ის ტენდერები მოიგო admin Thu, 03/18/2021 - 00:24

შპს უტა 2015-ის ყოფილი და მოქმედი მესაკუთრეები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები არიან.

კომპანიის ყოფილი მესაკუთრე, ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, 2013-2015 წლებში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო.

კომპანიის მოქმედი მესაკუთრე გიორგი ბალიაშვილი ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” დირექტორი იყო, ხოლო დედა ზოია ბალიაშვილი ახალციხის საკრებულოს ქართული ოცნების წევრია.

კომპანიას 2012 წლიდან დღემდე ტენდერებით 504,100 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვებით 61,503 ლარი.

19 მოგებული ტენდერიდან 7 შემთხვევაში შემსყიდველი ადიგენის მუნიციპალიტეტი იყო, ხოლო 12 შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტი.

შპს უტა 2015-ი 2008 წელს, ნუგზარ და ავთანდილ კაჭკაჭაშვილების მიერ დაარსდა. თავდაპირველად კომპანიის დასახელება “შპს წყალი და მელიორატორი” იყო.

საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კომპანიაში 2015 წელს ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც შეიცვალა კომპანიის დასახელება და მესაკუთრეები. კომპანიის ახალი სახელწოდება “უტა 2015” გახდა, ხოლო ახალი 100% წილების მესაკუთრე - ნუგზარ აფრიამაშვილი.

2018 წელს კვლავ განხორციელდა ცვლილებები, ამჯერად რეორგანიზაციის სახით და შპს უტას შეერწყა შპს მადლი. ამავე წელს შეიცვალა კომპანიის დირექტორი და მესაკუთრე ნუგზარ აფრიამაშვილი. ამ უკანასკნელის ადგილი გიორგი ბალიაშვილმა დაიკავა.

კომპანიის ყოფილი და მოქმედი მესაკუთრეები სხვადასხვა დროს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

კომპანიის დამფუძნებელსა და ერთ-ერთ მესაკუთრეს, რომელიც 2015 წლამდე ფლობდა კომპანიაში წილებს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა ეკავა 2013-2015 წლებში. აღნიშნული თანამდებობა, ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა 2015 წელს დატოვა.

კომპანიის ამჟამინდელი მესაკუთრე და დირექტორი კი ახალციხის მუნიციპალური შპს “კეთილმოწყობის” ყოფილ დირექტორი გიორგი ბალიაშვილია. მან თანამდებობა 2015 წელს დატოვა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბალიაშვილის დედა, ზოია ბალიაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. საკრებულოში ის პარტია ქართულ ოცნებას წარმოადგენს.

შპს უტა 2015-ი ტენდერებში მონაწილეობას 2012 წლიდან იწყებს. კომპანიას 2012 წლიდან დღემდე 19 მოგებული ტენდერით 504,100 ლარი აქვს მიღებული. 19 ტენდერიდან 7 შემთხვევაში შემსყიდველი ადიგენის მუნიციპალიტეტი იყო, ხოლო 12 შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტი.

ახალციხის მუნიციპალიტეტს შპს უტა 2015-თან გამარტივებული წესითაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები. 2015-2020 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის წესით 61,503 ლარის ღირებულების 7 ხელშეკრულება გააფორმა

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/162191160_2910119949263436_1823888935766394565_o.jpeg Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   363 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 362 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(10)
    • Googlebot(3)