Jump to content
×
×
  • Create New...

ევროკავშირის მედიაცია: მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა შედგა


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მედიაციიდან მეექვსე დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის ძალისხმევით დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერები რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან პირველად შეიკრიბნენ. ოთხსაათიანი დიალოგის შედეგად მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შეძლეს. მოლაპარაკებები ხვალ უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პროცესი სწორი მიმართულებით წავიდა“ და გარკვეულ საკითხებზე პოზიციები უკვე შეჯერდა. „მთავარია, ოპოზიციამ რაღაც საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისათვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები“, – დაამატა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საჭირო საკითხებზე“ პოზიციები არის ძალიან დაახლოებული და „შეთანხმებისთვის მზად“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ახალი არჩევნების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნის განხილვა არის „უსაფუძვლო“. „მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე“, – დაამატა პარლამენტის სპიკერმა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ბლოკ ენმ-ძალა ერთბაშიას წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს. მან სხვა ლიდერების მსგავსად, პროგრესის კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი ამ ეტაპზე“. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის შინაარსი იყო „ძალიან რთული და მძიმე“. ბოკერიამ ისიც დაამატა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მხოლოდ „გარდამავალ“ პარლამენტში შევა, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნაზე იმუშავებს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგება, თუკი ყველა სადავო საკითხზე კონსენსუსი არ იქნება. მისივე თქმით, „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები კვლავ დღის წესრიგშია.

დღევანდელი შეხვედრიდან დროზე ადრე გამოვიდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და თქვა, რომ იგი მოლაპარაკების ფორმატს ტოვებს. როგორც მედიასთან საუბარში ნათელაშვილმა განმარტა, მისთვის შესათანხმებელ საკითხებში საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხისთვის პრიორიტეტის მინიჭება გახდა მიუღებელი. მანვე აღნიშნა, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ბოლო პუნქტებად არის გაწერილი, ისიც „ბუნდოვნად“.

აღსანიშნავია, რომ ქრისტიან დანიელსონმა, რომელსაც ქვეყანა 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად მეტი დრო სჭირდებათ. მას შემდეგ, იგი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   38 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 35 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(3)