Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1051153622-300x200.jpg

ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტომ, ევროკავშირის დამოუკიდებელმა ფინანსურმა ორგანომ, კრიპტოვალუტის მფლობელები ინვესტიციების მაღალი რისკის შესახებ გააფრთხილა.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, რომლის სათაურიც ასე ჟღერს: „ტენდენციები, რისკები და მოწყვლადობა“, სააგენტომ გააანალიზა COVID-19 – ის გავლენა ფინანსურ ბაზრებზე, ხაზი გაუსვა გაზრდილ რისკებს, რომელიც რეგულაციის არარსებობას შეეხებოდა.

სააგენტომ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი 2020 წლის ბოლოს საგრძნობლად გაიზარდა. ამასთანავე, ბიტკოინმა მიაღწია ყველა დროის მაღალ დონეს. ფინანსურმა ორგანომ აღნიშნა, რომ ფასების მატების ტალღამ კრიპტო სექტორის ახალი ამბების “პოზიტიური ნაკადები” გამოიწვია.

“გაზრდილი მოცულობისა და მოთხოვნის ფონზე, კრიპტოვალუტა კვლავ არამდგრადია და დიდი რისკის ქვეშ აყენებს ინვესტორებს. ციფრული ვალუტის ფასები კი მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში საფრანგეთის უმაღლესი ფინანსური მარეგულირებლის, Autorite des Marches Financiers-ის, თავმჯდომარემ ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტოს შესთავაზა გახდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის რეგულირებისა და ზედამხედველობის მთავარი ორგანო.

The post ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სააგენტო კრიპტო ინვესტორებს აფრთხილებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   159 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 157 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • YandexBot(14)
    • Facebookexternalhit(4)
    • Googlebot(3)