Jump to content
×
×
  • Create New...

ჯულიან ბარნსის ,,ერთადერთი ამბავი”


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

  barns.jpg ,,რას აირჩევდით, მეტ სიყვარულს და მეტ ტანჯვას, თუ ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას? ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთადერთი საკითხავიც ესაა.

    შეიძლება მითხრათ – თან სავსებით სამართლიანადაც – აქ საკითხავიც არაფერიაო. ეგ იმიტომ, რომ ასარჩევად არა გვაქვს საქმე. არჩევანი რომ არსებობდეს, მაშინ ამ კითხვასაც ექნებოდა აზრი. ოღონდ რაკი არჩევანი მართლა არ გვაქვს, შეკითხვაც თავისთავად კარგავს აზრს. ვინ გაზომავს, რამდენად უყვარს? ეგ თუ შეგიძლია, ესე იგი, არ გიყვარს. რაღაც სხვა გჭირს, თუმცა არ ვიცი იმ სხვას რა ჰქვია სახელად.

    უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევ, მაგრამ მთვარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც, საბოლოო ჯამში, მოსაყოლად ღირს. აი, ჩემი ამბავიც ესაა” –   ასე იწყება ჯულიან ბარნსის ბოლო დროს გამოცემული რომანი ,,ერთადერთი ამბავი’’.

    ბარნსი ერთ-ერთი ძლიერი მთხრობელია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში. ,,ერთადერთი ამბავი’’ მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის და ორმოცდაათს გადაცილებული ქალის სასიყვარულო ისტორიას. სიუზენს ჰყავდა ქმარი, რომელთანაც კავშირი აღარ ჰქონდა, აგრეთვე ორი ქალიშვილი. პოლისა და სიუზენის ურთიერთობაა რომანის ძირითადი ამბავი, რომელიც პოლისთვის ერთადერთი ამბავი იყო წლების შემდეგაც, მაშინ როდესაც სიუზენთან დიდი ხნის დაშორებული იქნება. თავად რომანის წიყვებით, ,,ნებისმიერ ადამიანს თავისი სიყვარულის ამბავი აქვს. ნებისმიერს. შეიძლება სრული მარცხით დამთავრებული, შეიძლება თავბედის საწყევლი, შეიძლება ჩანასახშივე დასრულებული, შეიძლება მხოლოდ წარმოსახული, მაგრამ მაინც ნამდვილი. ამით ამბავს სიმძაფრე არ აკლდება, პირიქით, ზოგჯერ ემატება კიდეც. ხანდახან დაინახავ წყვილს და ასე გგონია, უსაშველოდ მობეზრებიათ ერთმანეთი – ვერც წარმოიდგენ, რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო, ან რატომღა უნდა ცხოვრობდნენ ერთად… ოღონდ ამის მიზეზი არც მხოლოდ ჩვევაა, არც თავის მოტყუება, არც უსიტყვო შეთანხმება და არც რაიმე მსგავსი. უბრალოდ, ერთ დროს მათაც ჰქონდათ სიყვარულის ამბავი… ყველას აქვს და ეს ამბავი ერთადერთია”.

    იქნებ ცხოვრებაში მართლაც ერთი რამ, ერთი მოვლენა, ერთი ამბავია ყველაზე მნიშვნელოვანი? იქნებ ეს ერთი რამ სხვათა ფონზე წარმართავს ცხოვრებისეულ განცდებს, ღირებულებათა წყებას? იქნებ სიყვარული არც არის ის, რასაც სიყვარულს ვუწოდებთ? თუკი ოდესღაც საყვარელ ადამიანს ფსიქიატრიულის კედლებში ვხედავთ, და ჩვენ ბენზინით ავზის გავსებაზე ვფიქრობთ, გვიყვარდა კი ის ოდესმე? ვნება სხვა რამეა, სიყვარული კი სულ სხვა რამე – იტყვიან მორწმუნენი. მაგრამ რამდენი აზრი უპირისპირდება იგივე ამ შეხედულებას. მოკლედ, ,,ერთადერთი ამბავი’’ არის განსჯის რომანი. ბარნსი აქაც, ისევე როგორც ,,დასასრულის განცდაში’’ წარსულის გააზრებას გვთავაზობს აწმყოდან.

    ,,ცხოვრების ორგვარი ხედვა არსებობდა, გნებავთ, ორგვარი უკიდურესი თვალსაზრისი, რაც უსასრულობაშიც არ გადაიკვეთებოდა. ერთის თანახმად, ადამიამის ნებისმიერი ქმედება უცილობლად გამორიცხავდა ნებისმიერი სხვა, სავარაუდო ქმედების განხორციელებას; შესაბამისად, ცხოვრება დიდ თუ მცირე არჩევანთა მონაცვლეობას, თავისუფალი ნების გამოხატულებას წარმოადგენდა და პიროვნებაც ძველი ყაიდის იმ ორთქლისძრავიანი გეგმის კაპიტანს ემსგავსებოდა, ცხოვრების მისისიპივით მძლავრ დინებას ქშენა-ქშენით რომ მიუყვებოდა. მეორე თვალსაზრისის თანახმად კი, ყოველივე გარდუვალი გახლდათ, ყველაფერს წინარე ისტორია წარმართავდა. ადამიანის ცხოვრება იმ მორთან შეხლას ჰგავდა, რომელსაც, თვის მხრივ, დინება ათამაშებდა საკუთარ ნებაზე, აყურყუმალავებდა, აბზრიალებდა და ვერა ძალა ვერ მოთოკავდა ამ თავაშვებული სტიქიის ნებას”.

    რომელს ეკუთვნოდა პოლი? ამაზე პასუხს მკითცხველი გასცემს, ის მკითხველი, რომლის ცხოვრებაც შესაძლოა აგრეთვე ერთადერთი ამბისგან შედეგებოდეს. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   81 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 79 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Googlebot(2)
    • Seth
    • YandexBot(2)