Jump to content
×
×
  • Create New...

ალექსანდრე მენის ,,ძე კაცისა”


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

e1839be18394e1839ce18398.jpg დეკანოზ ალექსანდრე მენის ,,ძე კაცისა’’ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია რაც კი დაწერილა სახარებისეულ ისტორიაზე. ერთი მხრივ, ეს გახლავთ ლამის სახელმძღვანელოს პრინციპებით აგებული და ინფორმაციული გზამკვლევი ახალ აღთქმაში, მეორე მხრივ კი, ,,ძე კაცისა’’ არის აპოლოგეტური ტექსტი, რომელიც არგუმენტირებულად  განაქიქებს ქრისტეს მოწინააღმდეგე ბანაკის ბრალდებებს, იქნება ეს მის  ისტორიულობაში დაეჭვება თუ მითოლოგიზების ან ორიენტალური ღვთაებებისადმი მსგავსების მცდელობანი.

    წიგნში ოთხივე სახარების შინაარსის გათვალისწინებით აგებულია ერთიანი ისტორია მაცხოვრისა, – ყრმობიდან ვიდრე ამაღლებამდე. მოვლენები დალაგებულია თანმიმდევრულად. ცალკე თავები ეძღვნება მაცხოვრის სწავლებებს, იგავებს, სასწაულებს. ბრწყინვალედაა ნაჩვენები, რომ სახარებისეული სწავლება იყო ლოგიკური გვირგვინი ძველი აღთქმისა.

    ჰეგელი, შტრაუსი თუ რენანი ქრისტეში მხოლოდ ბრძენკაცს ხედავდნენ. ტოლსტოი, ჰარნაკი და სხვანი ზნეობრივი მოძღვრების მიღმა ვერ ხედავდნენ სახარებაში გაცხადებულის სოტერიოლოგიურ მისიას. ალექსანდრე მენმა ამ შესანიშნავ წიგნში გვიჩვენა, რომ თუ ქრისტეში მხოლოდ მორალის მქადაგებელს დავინახავთ, დავკარგავთ ყველაზე მთავარს, გზას გადავკეტავთ მაცხოვრის მისაღებად, რომლის აღდგომაც საწინდარია ჩვენივე აღდგომისა.

    ,,ძე კაცისა’’ არაერთ ადგილას გვხიბლავს ესთეტიკური თხრობის მარგალიტებით. სანიმუშოდ მოვიყვანთ იესოს მდგომარეობის აღწერას გეთსემანიის ბაღში, რაჟამს მოწაფეებს მიეძინათ, ხოლო მისი ოფლი სისხლის წვეთებათ ეპკურებოდა მიწას:

    ,,რას განიცდიდა ძე კაცისა, როდესაც ცივ მიწაზე იყო დამხობილი? შეიძლება თუ არა, ეს ყოფილიყო ბუნებრივი შიში წამებისა და სიკვდილის წინ? რატომ იტანჯებოდა ის, ვინც მილიონობით ადამიანის საყრდენი გახდებოდა?

ჩვენ არ მოგვეცა სასიკვდილო ბრძოლის სიღრმეებში შეღწევის საშუალება, რომლის მოწმე ძველი ზეთისხილის ბაღი იყო, მაგრამ მათ, ვისაც ქრისტე სიყვარულსა და რწმენაში გაეხსნა, ყველაზე მთვარი იციან: ის ჩვენთვის დაიტანჯა, მან თავის თავზე აიღო საუკუნეთა წყევლა და ტკივილი, ადამიანური ცოდვის სიბნელე, გადალახა ყველა საშინელება და უღმერთობის ჯოჯოხეთი. უსასო ღამე ტოვებდა მას; ქრისტე ნებაყოფლობით ეშვებოდა უფსკრულში, რომ იქ ჩასვლით გამოგვიყვანოს ჩვენ და ჩაუქრობელ ნათელს გვაზიაროს… “.

    გადავავლებთ თვალს ამ წიგნის შენიშვნებს, ბიბლიოგრაფიას და გაოცება გვიპყრობს, რაოდენ დიდი იყო ავტორის ცოდნის დიაპაზონი. ალექსანდრე მენი, რომელიც ვერაგულად მოკლეს 1990 წელს, საბჭოთა ხანის იმ მცირერიცხოვან თეოლოგთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთა წიგნებიც სამაგიდო გამოცემებად იქცნენ მორწმუნეთათვის.

    ქართველმა ფილოსოფოსმა, პროფესორმა კახა ქეცბაიამ ალექსანდრე მენის ამ ნაშრომის თარგმანით დიდებული საჩუქარი გაუკეთა ცოდნისა და რწმენის სინთეზის მოტრფიალეთ. აქვე დავძენთ, რომ ქართულ გამოცემას წინ უძღვის ფილოსოფოს ზურაბ ხასაიას შესანიშნავი წინასიტყვაობა. სწორედ ამ შესავლიდან მოტანილი ციტატით დავასრულებ ჩემს შთაბეჭდილებას:

    ,,თუ სხვა რელიგიების ღმერთი ქვეყნიერებას ძალმორჭმულებიდან განაგებს, ქრისტეს ახალი იარაღი უპყრია ადამიანის მიმართ – სიყვარული. მაგრამ შეუძლებელია ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, თუ მათ საერთო ბუნება არა აქვთ. ადამიანს მხოლოდ ადამიანური ბუნება აქვს, ღმერთს კი – ღვთაებრივიც და ადამიანურიც. ამის გარეშე ღმერთს არ ექნებოდა ადამიანის გაგების და თანალმობის უნარი, რაც აუცილებელია სიყვარულისთვის. ღმერთი ჯვარცმის საშუალებით ეზიარა ადამიანურ ტანჯვას და გახდა მისი გამგები, თანაზიარი. ქრისტეს ცხოვრება ღვთის გზაა ადამიანის გულისკენ და ამ გზის თავწყარო ნაკლული, სუსტი არსებისადმი ღვთის უმწიკლო, უანგარო სიყვარულია”.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   159 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 159 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(20)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(3)