Jump to content
×
×
  • Create New...

ორჰან ფამუქის ,,თეთრი ციხესიმაგრე”


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

e1839ee18390e1839be183a3e183a5.jpg პანდემიის დროს მკითხველს განსაკუთრებით გაუძლიერდა ინტერესი იმ ტიპის ლიტერატურისადმი, სადაც აღწერილია ეპიდემიები სხვადასხვა ქვეყანაში და მოსახლეობის დამოკიდებულება დაავადებასთან. ბოკაჩოდან და ჩელინიდან დაწყებული (თუმცა ანტიკურობაშიც ეს თემა ხშირად გვხვდება ჯერ კიდევ ჰომეროსიდან) თანამედროვეობამდე არაერთი მწერლის პანდემიურ თემაზე დაწერილი ნაწარმოები გაგვახსენდა, თუმცა ამ ეტაპზე ორჰან ფამუქის ,,თეთრ ციხესიმაგრეს’’ (1985) შემოგთავაზებთ. იგი ნობელიანტი მწერლის სხვა დიდი რომანების ფონზე საკმაოდ პატარაა და მისი წაკითხვის შემდეგ განაცხადა დასავლურმა სამყარომ, – აღმოსავლეთით ახალი ვარსკვლავი გამოჩენილაო.

    მიხეილ ჯავახიშვილს აქვს შესანიშნავი წერილი ,,როგორ ვმუშაობ’’. მწერალი საკმაოდ საინტერესოდ გადმოგვცემს თავის სამწერლობო გამოცდილებას, მიანიშნებს ლიტერატურული მასალის მოგროვებისა და დამუშავების მეთოდებზეც. ფამუქის წერილმა, რომელსაც ეწოდება ,,ფანჯრიდან ყურება’’, და რომელიც თან ერთვის ,,თეთრ ციხესიმაგრეს’’ ჯავახიშვილის ეს წერილი გამახსენა. ფამუქის ეს წერილი მისივე რომანის გასაღებია. არის თუ არა ,,თეთრი ციხესიმაგრე’’ ისტორიული ნაწარმოები? რამდენად მოახერხა ამ რომანმა აღმოსავლური და დასავლური კულტურების გადაკვეთის ხიდზე აგურის დადება? აქვე ვხედავთ მწერლის უსაზღვრო ინტელქტს, როგორც ეძებდა ბიბლიოთეკებსა და ხელნაწერთა საცავებში სხვადასხვა ისტორიულ წყაროებს, რათა ფიქციური ნაწარმოებისთვის მეტი დამაჯერებლობა მიენიჭებინა.

    ვენეციიდან მიმავალი გემის დატყვევება და ევროპელის მოხვედრა ოსმალეთის იმპერიაში, სადაც ყოველდღე ელოდებოდა აღსასრულს, თუმცა განგება სხვა მომავალს უმზადებდა.  ჩვენს თვალწინ გადაიშლება სტამბოლი, – ქალაქი პალიმფსესტი (გ. ლობჟანიძე), სულთნის სასახლე, გალათას კოშკი, მშენებარე მეჩეთები, სიზმრების ახსნის, ვარსკვლვთა განლაგების ჭვრეტისა თუ სამკურნალო წამლების დამზადების სურათები. ორი ადამიანი უცნაურად გადაჯაჭვულა ერთმანეთთან, – ვენეციელი და თურქი, ისე რომ ერთმანეთის ,,მე’’ გაცვალეს ბოლოს…

    შავი ჭირის ეპიდემია, რომელიც შუა საუკუნეებში ეტაპობრივად იფეთქბდა ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში სტამბოლსაც მიწვდება. ფამუქი საკმაოდ შთამბეჭდავად გვიყვება ეპიდემიის გავრცელებას. ვკითხულობთ ამ ადგილებს და თითქოს გვახსენდება ჩვენივე თანამედროვეობა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ადამიანები, რომელნიც სნეულებაზე არანაკლებ იტანჯებიან ადამიანური უძლურებით.

    კიპლინგია მართალი თუ ფამუქი? დარჩება აღმოსავლეთი აღმოსავლეთად თუ გადალახავს ჰორიზონტს დასავლეთისკენ? ან საჭიროა ეს გადაკვეთა? ამის შესახებ ბევრი პასუხი შეიძლება გაიცეს და საკმაოდ საინტერესო თემაა კულტუროლოგიისთვის, ზოგადად ანთროპოლოგიისთვისაც, თუმცა ყველა ვისურვებდით სამყაროს, სადაც პანდემიას მეცნიერული პროგრესი დაუპირისპირდება, სასოწარკვეთას რწმენა, ხოლო ზღვაში გასულთ დატყვევების შიში არ გვექნება.

    დაბოლოს,  არ ვიცი რატომ, მაგრამ ,,თეთრი ციხესიმაგრე’’ ჩემთვის ყველაზე ახლოს დგას ორ რომანთან. ერთია ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის  ,,ანტონიო და დავითი’’, მეორე კი ფრანგი მწერლის, გონკურის პრემიის ლაურეატის მატიას ენარის ,, ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზედა ენარის ,,ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე’’. პირველთან ფამუქის გმირების მსგავსად, აღმოსავლეთი და დასავლეთი ხვდება ერთმანეთს, მეორეში კი კვლავ სულთანთა ხანის სტამბოლი გვმასპინძლობს თავისი იდუმალებით.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   193 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 193 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(18)
    • Facebookexternalhit(2)